Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საია: იკვეთება უბნების მიმდებარედ კოორდინატორების მობილიზების მანკიერი პრაქტიკა

08 ოქტომბერი, 2016 19:05

18 საათისთვის  „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მონიტორინგის შედეგებით, საიას დამკვირვებლებმა 100 საჩივარი და 72 შენიშვნა დაწერეს .

საია-ის ხელმძღვანელის, ანა ნაცვლიშვილის თქმით, უბნების მიმდებარედ კოორდინატორების მობილიზების მანკიერი პრაქტიკა იკვეთება. ანა ნაცვლიშვილმა პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა, ხელი აიღონ ამ მანკიერ პრაქტიკაზე.

მისი თქმით, მთელი დღის განმავლობაში ვრცელდებოდა სხვადასხვა ინფორმაცია საარჩევნო სუბიექტების მიერ  ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტებზე.

მისი თქმით, სენაკის #10 უბანზე, სავარაუდოდ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტი დაფიქსირდა. აღნიშნულ უბანზე საია-ის დამკვირვებელმა უშუალოდ დაინახა ფულის გადაცემის ფაქტი და გაიგონა, რომ ამომრჩეველ ქალბატონს „41“ ნომრის შემოხაზვა სთხოვეს. მან კონკრეტული პირები ფოტოზეც აღბეჭდა.

გარდაბნის #1 საარჩევნო უბანზე  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ სადამკვირვებლო ორგანიზაციის „თავისუფლებისა და თანასწორობის ცენტრის“ დამკვირვებლის მხრიდან დაფიქსირდა აგიტაცია.

თელავის 45-ე უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ზაურ ყურაშვილმა კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა საია-ის დამკვირვებელს და საჩივრის დაწერის შემთხვევაში უბნიდან გაძევებით დაემუქრა.

საბურთალოს #32 უბანზე კი ანა ნაცვლიშვილის ინფორმაციით, დაფიქსირდა კომისიის წევრების მხრიდან მოვალეობის ბრალეული შეუსრულებლობა. კერძოდ, დღის განმავლობაში დათვლილი გაცემული ბიულეტენებისა და ამომრჩეველთა სიებში ხელმოწერების რეოდენობა ერთმანეთს არ დაემთხვა. სავარაუდოდ ფიქსირდება 10-ზე მეტი ზედმეტი ბიულეტენის გაცემა, ვიდრე სიებში ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობაა. საიას დამკვირვებელმა დაწერა საჩივარი და მოითხოვა კენჭისყრის პროცესის შეწყვეტა. საჭივარი არ დაკმაყოფილდა და გრძელდება კენჭისყრა.

იყო დაპირისპირების ფაქტიც: ზუგდიდის მე-18 უბანზე ერთმანეთს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე და თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენელი დაუპირისპირდნენ. სიტყვიერი დაპირისპირების მიზეზი გახდა ის ფაქტი, რომ საკრებულოს წევრი, რომელიც საარჩევნო უბანზე მივიდა, უბნის გარეთ ესაუბრებოდა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, რაზეც საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ ეს პროცედურის დარღვევა იყო. ამ ფაქტს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის გაღიზიანება მოჰყვა და დაპირისპირება სიტყვიერ შურაცხყოფაში გადაიზარდა, როგორც უბნის გარეთ, ასევე უბნის შიგნით.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^