
„რუსთავი 2-ზე“ კვლევითი ორგანიზაცია GFK-ას მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები გამოქვეყნდა. ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების უმრავლესობა მიიღო - 39,9%, ხოლო "ნაციონალურმა მოძრაობამ" - 32,74%, ბარიერის გადალახვა ამ პარტიებტან ერთად მხოლოდ პატრიოტთა ალიანსმა შეძლო - 5, 76%-ით.
დანარჩენმა პარტიებმა ბარიერი ვერ გადალახეს.
„შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია" 4,21%
„ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები" 3,21%
„პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" 3,25%
"დემოკრატიული მოძრაობა" - 2,81%
სხვა პარტიები - 8,12
საერთაშორისო GFK – ას მკვლევარები პროპორციულ არჩევნებში პარტიების პროცენტული მაჩვენებლების დასადგენად 220 უბანზე მუშაობდნენ და საქართველოს მასშტაბით 10 000 ამომრჩეველი გამოკითხეს. საველე სამუშაოები ადგილობრივმა კომპანია BCG - იმ ჩაატარა. ცდომილების ზღვარი 1% ია.