„იმედმა“ TNS-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები გამოაქვეყნა. საველე სამუშაოები საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა, კომპანია GORBI ჩაატარა. TNS-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, პროპორციულ ნაწილში შედეგები ასე განაწილდა:
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" - 5%
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 19.5%
„შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია" 3.1%
„ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები" 4%
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" 53,8%
„უსუფაშვილი - რესპუბლიკელები"2.7%
„პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" 2.7%
ეგზიტპოლი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩაატარდა (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) 3634 საარჩევნო უბანზე, საქართველოს 73 რაიონში . TNS-ის ცნობით, მობილიზებული იყო 975 ადამიანი საქართველოში. პროპორციული სიის მონაცემების გარდა, ეგზიტპოლი მონაცემები მომზადდა 10 მაჟორიტარ დეპუტატზე - თბილისში (3), გორში, თელავში (ყვარელში), მარტვილში, აბაშაში, ზუგდიდსა და ბათუმში.