„იმედმა“ TNS-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები გამოაქვეყნა. საველე სამუშაოები საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა, კომპანია GORBI ჩაატარა.
ეგზიტპოლი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარდა (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) 3634 საარჩევნო უბანზე, საქართველოს 73 რაიონში . TNS-ის ცნობით, მობილიზებული იყო 975 ადამიანი საქართველოში. პროპორციული სიის მონაცემების გარდა, ეგზიტპოლის მონაცემები მომზადდა 10 მაჟორიტარ დეპუტატზე - თბილისში (3), გორში, თელავში (ყვარელში), მარტვილში, აბაშაში, ზუგდიდსა და ბათუმში.
მთაწმინდის ოლქი
სალომე ზურაბიშვილი: 54.0%
ნიკა რურუა - 21.5%
ნიკოლოზ ფრუიძე - 5.5%
თამარ კორძაია- 4.5%