როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა რამდენიმე წუთის წინ განაცხადა, ამომრჩეველთა აქტივობა 20:00 საათისთვის 51,63%-ია.
17:00 საათისთვის -42, 05%
15:00 საათისთვის - 34.79%
12 საათისთვის - 19.81.
10 საათისთვის - 8.34 %.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ამომრჩეველთა აქტივობა 20;00 საათისთვის 60.8% იყო.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 513 884 ადამიანია რეგისტრირებული. ამომრჩეველმა უნდა აირჩიოს პარლამენტის 150 დეპუტატი, აქედან 77 წევრი პროპორციული სიით მოხვდება პარლამენტში, ხოლო დანარჩენი 73 წევრი მაჟორიტარი იქნება. სულ 3 645 (მათ შორის, 11 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი) საარჩევნო უბანია საქართველოში და 55 - საზღვარგარეთ (40 ქვეყანა).