„საზოგადოებრივი მაუწყებლის, „იმედის",„მესტროსა" და GDS-სთვის ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, საბურთალოს მე-6 ოლქში, მაჟორიტარულ არჩევნებში პირველ ადგილს „ქართული ოცნების" კანდიდატი ლევან გოგიჩაიშვილი იკავებს (53,2%)
„ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ სევდია უგრეხელიძეს მხარს ამომრჩეველთა 13,3%, უჭერს, „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერ დავით უსუფაშვილს კი - 11,5%.
„თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატ შალვა შავგულიძეს ამომრჩეველთა 7%-იანი მხარდაჭერა აქვს.
საველე სამუშაოები საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა, კომპანია GORBI ჩაატარა.
ეგზიტპოლი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარდა (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) 3634 საარჩევნო უბანზე, საქართველოს 73 რაიონში . TNS-ის ცნობით, მობილიზებული იყო 975 ადამიანი საქართველოში. პროპორციული სიის მონაცემების გარდა, ეგზიტპოლი მონაცემები მომზადდა 10 მაჟორიტარ დეპუტატზე - თბილისში (3), გორში, თელავში (ყვარელში), მარტვილში, აბაშაში, ზუგდიდსა და ბათუმში.