მცხეთის #37-ე მაჟორიტარულ ოლქში 45-ვე საარჩევნო უბნის შედეგების დათვლის შემდეგ, ცესკოს წინასწარი მონაცემებით, მეორე ტურია მოსალოდნელი. წინასწარი შედეგებით, ლიდერობენ „ქართული ოცნების" კანდიდატი დიმიტრი ხუნდაძე და დამოუკიდებელი კანდიდატი ცეზარ ჩოჩელი. პირველ ტურში დიმიტრი ხუნდაძემ ცეზარ ჩოჩელზე 375-ით მეტი ხმა მიიღო.
- დიმიტრი ხუნდაძე – „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" - 41.23% - (10 437 ხმა)
- ცეზარ ჩოჩელი – დამოუკიდებელი კანდიდატი - 39,75% (10 062 ხმა)
- კოკა მორგოშია – ბლოკი პატრიოტთა ალიანსი-გაერთიანებული ოპოზიცია - 7,99% (2 022 ხმა)
- ირაკლი ბერიაშვილი – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 6,21% (1 573 ხმა)
- გიორგი გუგავა – ლეიბორისტული პარტია - 2,23% (581 ხმა)
- დავით მეზვრიშვილი - „დავით მეზვრიშვილი - საქართველოს მშვიდობისთვის" - 1,46% (370 ხმა)
რაც შეეხება დუშეთის 38-ე მაჟორიტარულ ოლქს, რომელიც დუშეთს, თიანეთსა და ყაზბეგს მოიცავს, 81-ვე უბნის შედეგებით, ზაქარია ქუცნაშვილმა 50%-იანი ბარიერი გადალახა.
- დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი – „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო - 60,94% (12 924 ხმა)
- ზურაბ ოტიაშვილი – ბლოკი „პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის" - 13% (2 758 ხმა)
- შალვა ნათელაშვილი - „შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია" - 10,28% (2 180 ხმა)
- ირმა ცხორაგაული - „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" - 7,41% (1 572 ხმა)