„რუსთავი 2-ის“ მიერ დაკვეთილ GFK-ს კვლევის საბოლოო მონაცემების თანახმად, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობა“ კახეთსა და აჭარაში, ხოლო „ქართულმა ოცნებამ“ დანარჩენ რეგიონებში გაიმარჯვა.
ეგზიტპოლის მიხედვით, კახეთში ხმები ასე გადანაწილდა: ენმ-მ 34,9%; ქართული ოცნება - 33,6; სახელმწიფო ხალხისთვის - 5,6; პატრიოტთა ალიანსი -5,6%; ლეიბორისტები - 4,7%; ნინო ბურჯანაძის დემოკრატიული მოძრაობა - 4%; თავისუფალი დემოკრატები - 3,5%.
აჭარაში კი ნაციონალური მოძრაობა 37,3%-ით ლიდერობს. ქართულ ოცნება - 32,3%; ნინო ბურჯანაძის დემოკრატიული მოძრაობა - 6,7%; პატრიოტთა ალიანსი - 5,3%; თავისუფალი დემოკრატები - 4,5%; ლეიბორისტები - 4,2%.
GFK-ის კვლევის მიხედვით, ქვემო ქართლში არჩევნები „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო (43,4) ენმ - 36,3%; პატრიოტთა ალიანსი - 3%;თავისუფალი დემოკრატები - 2,8%; ლეიბორისტები - 2,4%; სახელმწიფო ხალხისთვის - 2,1%.
იმერეთის რეგიონში არჩევნები ქართულმა ოცნებამ მოიგო 44,5%-ით; ენმ - 31,8%; სახელმწიფო ხალხისთვის - 5,7%; ნინო ბურჯანაძის დემოკრატიული მოძრაობა - 4%; ლეიბორისტები - 3,6%; პატრიოტთა ალიანსი - 2,4%.
სამეგრელოს რეგიონში კი ქართული ოცნება - 43,7%-ით ლიდერობს; ენმ - 31,7%; თავისუფალი დემოკრატები - 4,8%; პატრიოტთა ალიანსი - 3,6%; ლეიბორისტები - 3,4%; სახელმწიფო ხალხისთვის - 3%.