ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 423 უბნის შედეგების მიხედვით, ხმათა 53,42% "ქართული ოცნება"- მიიღო, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" -24.69%. პაატა ბურჭულაძე - 4.24%, პატრიოტთა ალიანსი - 4,66%. რესპუბლიკები - 1,33, ირაკლი ალასანიას პარტია - 3,21%.
დათვლილია უბნების 11.43%-ი.
თამარ ჟვანიას თქმით, შედეგები ეტაპობრივად განახლდება ვებგვერდზე.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 513 884 ადამიანია რეგისტრირებული. სულ 3 645 (მათ შორის, 11 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი) საარჩევნო უბანია საქართველოში და 55 - საზღვარგარეთ (40 ქვეყანა).