მარნეულის მე-36 ოლქში, სადაც დღეს საღამოს საარჩევნო უბანზე დაპირისპირება მოხდა, 16 უბნის მონაცემებით,პროპორციული სიით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" იგებს. თექვსმეტი უბნის მონაცემებით ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 3831 ხმა აქვს, ხოლო "ქართულ ოცნებას" 2666 ხმა.
საოლქოებიდან შესული მონაცემები საარჩევნო კომისიის ვებგვერზე აიტვირთა. მარნეულის 36-ე ოლქში 45 საარჩევნო უბანია. დასათვლელია 29 უბნის შედეგები.