გთავაზობთ ცესკოს პირველადი მონაცემების შედეგებს რეგიონების მიხედვით.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 513 884 ადამიანია რეგისტრირებული. ამომრჩეველმა უნდა აირჩიოს პარლამენტის 150 დეპუტატი, აქედან, 77 წევრი პროპორციული სიით მოხვდება პარლამენტში, ხოლო დანარჩენი 73 წევრი მაჟორიტარი იქნება. სულ 3 645 (მათ შორის, 11 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი) საარჩევნო უბანია საქართველოში და 55 - საზღვარგარეთ (40 ქვეყანა).