იმერეთის რეგიონში 10 ოლქი შედის. არსებული მონაცემებით, იმერეთის რეგიონის 10 ოლქიდან 6-ში მეორე ტური გაიმართება, დათვლილი არ არის მხოლოდ 4 უბანი, რაც, სავარაუდოდ, არსებულ სურათს ვერ შეცვლის. პირველ ტურში კანდიდატებს შორის საშუალოდ 10%-იანი სხვაობაა. ქუთაისში, #49 ოლქში „ქართული ოცნებისა და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატების შორის განსხვავება 548 ხმაა. აღსანიშნავია, რომ მეორე ტურში ჭიათურაში (#56 ოლქი) ერთმანეთს „ქართული ოცნებისა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.
#47 ქუთაისი (ბალახვანი)
44 უბნიდან მონაცემები დათვლილია 43 უბნის მიხედვით.
„ქართული ოცნება“ - გენადი მარგველაშვილი - 40.73%
„ნაციონალური მოძრაობა“ - გიორგი თევდორაძე - 29.34%
#48 ქუთაისი
„ქართული ოცნება“- დიმიტრი მხეიძე - 45.89 %
„ნაციონალური მოძრაობა“ - 27.41%.
#49 ქუთაისი (ავტოქარხანა, ვაკისუბანი, სულხან-საბა)
43 უბნიდან მონაცემები დათვლილია 42 უბნის მიხედვით.
„ქართული ოცნება“ - კობა ნარჩემაშვილი - 40.18%
„ნაციონალური მოძრაობა“ - გიორგი წერეთელი - 37.46%
#51 ხარაგაული/ბაღდათი/ზესტაფონის ნაწილი
74 უბნიდან მონაცემები დათვლილია 73 უბნის მიხედვით.
„ქართული ოცნება“ - კობა ლურსმანაშვილი - 47.03%
„ნაციონალური მოძრაობა“ - გიორგი რობაქიძე - 26.4%
#52 ზესტაფონი
„ქართული ოცნება“ - შალვა კიკნაველიძე - 43.94%
„ნაციონალური მოძრაობა“- ბეჟან ბუცხრიკიძე - 27.92%
#56 ჭიათურა
„ქართული ოცნება“- სულხან მახათაძე - 34.35%
„თავისუფალი დემოკრატები“ - თეიმურაზ გაფრინდაშვილი - 19.11%