
"ჩვენ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობას მოვიპოვებთ", - განაცხადა ”ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, ”საპარლამენტო არჩევნებში ყოველმა მეორე ამომრჩეველმა ხმა მისცა ”ქართულ ოცნებას” , რის საფუძველზეც ჩვენი ხელისუფლება მაღალი ლეგიტიმაციით განაგრძობს ქვეყნის მართვას".
"23-მა ჩვენმა მაჟორიტარმა კანდიდატმა პირველივე ტურში მოიგო არჩევნები, კანდიდატების უმრავლესობას დააკლდა მხოლოდ მცირე რაოდენობა იმისათვის, რომ პირველივე ტურში მოეპოვებინათ გამარჯვება.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მოვიგებთ ყველა არჩევნებს ყველა მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტურში. და ”ქართული ოცნება” მოიპოვებს საკონსტიტუციო უმრავლეობას პარლამენტში" -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოსაპოვებლად 113 მანდატია საჭირო.