
ცენტრალური საარჩევნო კომისია აქვეყნებს საზღვარგარეთის უბნების წინასწარ მონაცემებს, ამ დროისთვის საზღვარგარეთის 55 უბნიდან 52-ია დათვლილი.
ამ მონაცემებით საზღვარგარეთის უბნებში ქართული ოცნება 41,6%-ით ლიდერობს, მას ნაციონალური მოძრაობა 30,9%-ით მოჰყვება, მესამე ადგილზეა "ირაკლი ალასანია თავისუფალი დემოკრატები" 10,73%-ით.
მთლიანობაში კი ცესკოს ამ მომენტისთვის დათვლილი აქვს 3667 უბანი (3702-იდან) რაც ხმათა 99,41 პროცენტია. ამ ბოლო მონაცემით, "ქართულ ოცნებას" ხმათა 48,61% აქვს, "ნაციონალურ მოძრაობას" - 27,4% "პატრიოტთა ალიანსს" მხარს 4,99% უჭერს, "თავისუფალ დემოკრატებს" კი - 4,59%.