"დგება არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი ჩვენ შემდგომ ნაბიჯებზე ვმსჯელობთ", - განაცხადა რამდენიმე წუთის წინ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელმა მდივანმა სერგო რატიანმა მას შემდეგ, რაც პარტიის ოფისში გამართული თათბირი დასრულდა.
მისი თქმით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მოსახლეობის ნების უგულებელჰყვეს და პარტიაში მსჯელობენ შემდგომ ნაბიჯებზე.
რატიანის ინორმაციით, ამჟამად რეგიონულ ლიდერებთან ხვდებიან, და მათგან ინფორმაციას იღებენ.
„ვიღებთ ინფორმაციას - როგორ ყალბდებოდა არჩევნები, იყო ძალადობა, უბნების დარბევა... - ამბობს რატიანი.
„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში პარტიის ლიდერებისა და რეგიონული ლიდერების შეხვედრა რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.