ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხმების 99,92% უკვე დათვალა.
რაჭა-ლეჩხუმი- სვანეთის 167 უბნიდან ყველა დათვლილია. ამ რეგიონში „ქართული ოცნების" კანდიდატმა გაიმარჯვა. ხმები ასე გადანაწილდა:
№58 ამბროლაური/ ონი/ ცაგერი/ლენტეხი/ მესტია
გოჩა ენუქიძე – „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ 57.9%
გოჩა ენუქიძე 2012 წელს ხელახლა „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით გახდა დეპუტატი, თუმცა არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხების შემდეგ მან პარტია დატოვა;
ოთარ სირაძე - რაჭა–ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ -14.98%
2012 წლის არჩევნებში ხმები ასე გადანაწილდა:
თამაზ ჯაფარიძე - „ქართული ოცნება“
ამბროლაური - გოჩა ენუქიძე - „ნაციონალური მოძრაობა“
ცაგერი - სერგო ხაბულიანი - „ნაციონალური მოძრაობა“
ლენტეხი - გოგი ლიპარტელიანი - „ნაციონალური მოძრაობა“
მესტია - ვიქტორ ჯაფარიძე - „ნაციონალური მოძრაობა“