Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შიდა ქართლში 5 საარჩევნო ოლქიდან ერთის გარდა ყველგან II ტური გაიმართება

10 ოქტომბერი, 2016 12:59

შიდა ქართლში  5 საარჩევნო ოლქიდან 1-ის გარდა ყველგან მეორე ტურია მოსალოდნელი. 

ქარელში ქართული ოცნების კანდიდატმა 52.29 % მოიპოვა. დანარჩენ ოთხ ოლქში, მეორე ტურში გამავალი მაჟორიტარი კანდიდატების მიღებულ ხმებს შორის საშუალოდ 12 - 20 %-მდე მერყეობს. 

ოთხ ოლქში ( კასპის, ქარელის, ქალაქ გორისა და გორის მუნიციპალიტეტში) “ქართული ოცნების” კანდიდატები ლიდერობენ. ხაშურში კი “თოფაძე-მრეწველების” კანდიდატი - სიმონ ნოზაძე. 

რაც შეეხება ქალაქ გორს, აქაც “ქართული ოცნების” კანდიდატი იოსებ მაკრახიძე ლიდერობს დაახლოებით 34 %-ით, მეორე ადგილზეა ირაკლი ალასანია 19.38 %-ით, მესამეზე ირაკლი ოქრუაშვილი - 17.33 % - ით. მეოთხეზე კი კანდიდატი ალექსი გოგლიძე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” - 15.91 %. 

№39 კასპი/გორის ქვახვრელი

ირაკლი მეზურნიშვილი– „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ - 45.64 %

ნუგზარ ნონიაშვილი – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 22.9%

№40 ქარელი/გორის შინდისი, ვარიანი

გიორგი თოთლაძე – „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ - 52,29 %

ილია ბურჯანაძე – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 19.54 %

№41 ქალაქი გორი/ტინისხიდი, ბერბუკი

იოსებ მაკრახიძე – „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ -  33.69 %

ირაკლი ალასანია – „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი - 19. 38 % 

ირაკლი ოქრუაშვილი – დამოუკიდებელი კანდიდატი - 17.33 % 

ალექსანდრე გოგლიძე – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 15.91 %

№42 გორის მუნიციპალიტეტი 

დეპუტატი თენგიზ ხუბულური –  „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ - 41.77 %

ბადრი ბასიშვილი –„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“; ყოფილი დეპუტატი - 24.88 %

№43 ხაშური 

სიმონ ნოზაძე - “თოფაძე - მრეწველები, ჩვენი სამშობლო”  - 31.96 %

დეპუტატი ვალერი გელაშვილი – „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“; 20.11 %

როინ მახარობლიძე – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 17.39 %

2012 წლის შედეგები :

კასპი - დავით ონოფრიშვილი - „ქართული ოცნება“

გორი - მალხაზ ვახტანგაშვილი - „ქართული ოცნება“

ქარელი - ლერი ხაბელოვი - „ქართული ოცნება“

 ხაშური - ვალერი გელაშვილი - „ქართული ოცნება“
 

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით, ამ ეტაპისთვის, როცა ხმების 99.92%-ია დათვლილი, პროპორციული სიით პარლამენტში ორი პარტია შედის. „ქართულმა ოცნებამ" ხმების 48,6% მიიღო, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" – 27,14%.

პარლამენტი 150 დეპუტატისგან შედგება, მათგან 77-ს პროპორციული სისტემით ირჩევენ, ხოლო 73-ს – მაჟორიტარულით.

ამ მომენტისთვის არსებული ინფორმაციით, „ქართულ ოცნებას" პარლამენტში როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული სისტემით 70 დეპუტატი შეჰყავს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^