Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ნინო ბურჯანაძე: არჩევნები გაყალბდა

10 ოქტომბერი, 2016 14:09

”ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ არჩევნები კოჰაბიტაციურ რეჟიმში წარიმართა და გაყალბდა. მისი თქმით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებული შედგები სრულ თანხვედრაშია ბიძინა ივანიშვილის პროგნოზებთან.

"სრულიად თვალნათლივ გამოიკვეთა, რომ ამ ორმა პოლიტიკურმა ძალამ, ტოტალური გაყალბების გზით, გარიგების გზით და გაყალბების გზით მიითვისა ოპოზიციური პარტიების ხმების, მათ შორის ჩვენი პარტიის ხმების ძალიან დიდი ნაწილი. მიხეილ სააკაშვილმა, როგორც სჩვევია, არჩევნების შემდეგ გადააგდო ბიძინა ივანიშვილი. ჯერ ხელში ჩაიგდო, არარეალური, ქართველი ხალხისათვის შეურაცხმყოფელი 26% ,,ნაციონალური მორაობისა“ და როგორც კი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო, საკუთარ მომხრეებს მოუწოდა, რომ არ დაკმაყოფილებულიყვნენ და მოეთხოვათ უკვე პირველი ადგილი. ეს ,,ნაციონალური მოძრაობის“ სტილია“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს წარუდგინა რამდენიმე ოქმი და აღნიშნა, რომ საბურთალოს რაიონში გაყალბებულია ორმოცი უბნის ოქმი. მისივე თქმით, პარტია მოითხოვს უბნების გადათვლას. 

ნინო ბურჯანაძე დღეს საარჩევნო კომისიაში მივიდა ცესკოს თავმჯდომარესთან, თამარ ჟვანიასთან, შესახვედრად.ბურჯანაძის თქმით, ის არჩევნების მიმდინარეობისას საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებული დარღვევების შესახებ აპირებს ესაუბროს თამარ ჟვანიას: „მაქვს შესაძლებლობა, შევხვდე ცესკოს თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას და ვაჩვენო კონკრეტული დოკუმენტები, რომლებიც ასახავს დარღვევბს საარჩევნო უბნებზე“, – ამბობს ბურჯანაძე და მაგალითად მოჰყავს, მისი თქმით, ისეთი უბნები, სადაც დარღვევები დაფიქსირდა:

„მთაწმინდის რაიონში 31-დან 30 უბნის მონაცემები არის დაუბალანსებელი. ვაკეში 67 უბანია, აქედან 28 – დაუბალანსებელი, – ანუ არ ემთხვევა მომსვლელის, ხმის მიმცემის და მიღებული ხმების რაოდენობა. სამგორში 104 უბნიდან 41, ასევე, ოზურგეთში 49-დან 18 უბანი. 16 უბანზეზე დაკარგულია 56 ბიულეტენი, 2 უბანზე ჩაგდებულია 4 ბიულეტენი, და ა.შ. ასეთი მონაცემი ძალიან ბევრია“, – ამბობს ბურჯანაძე.

ცესკოს ოფიციალური მონაცემებით  ამ დროისათვის (ხმათა 99.92%-ის დათვლის შედეგად), „ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიულ მოძრაობას“ ხმების საერთო რაოდენობის 3.54% აქვს მიღებული. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^