„მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის და „რესპუბლიკური პარტიისთვის" იდეოლოგიურად მთავარ კონკურენტ ძალად „პატრიოტთა ალიანსი" რჩება, მირჩევნია, ისინი პარლამენტში იყვნენ, ვიდრე პარლამენტს გარეთ" - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მრავალპარტიულ პარლამენტში მხოლოდ „მრავალრესპუბლიკურპარტიიანი" პარლამენტი არ იგულისხმება.
„იმაზე ვლაპარაკობ, რომ მოსახლეობის განწყობები პარლამენტში ადეკვატურად უნდა იყოს წარმოდგენილი. ვიცი, რომ არის ხალხი, ვინც მხარს უჭერს „პატრიოტთა ალიანსს", საკმარისი მხარდაჭერა აქვთ და თუ შედეგი მიიღეს და ციფრებიდან გამომდინარე იმსახურებენ პარლამენტში ყოფნას, ისინი უნდა იყვნენ პარლამენტში" - თქვა უსუფაშვილმა.
მან საარჩევნო პროცესიც შეაფასა და აღნიშნა, რომ იყო სერიოზული ხარვეზებიც, დანაშაულის ნიშნებიც, თუმცა არ არსებობს საფუძველი იმისთვის, რომ შედეგების ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ დადგეს.
„საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაში აშკარად შეინიშნებოდა კვალიფიკაციის ნაკლებობა ბევრ შემთხვევაში და ამან გარკვეული ხარვეზი უზრუნველყო, განსკუთრებით საარჩევნო პროცესის დასრულების შემდეგ შედეგების შეჯამებისას და ოქმების გამოცხადებისას. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ჩემთვის რომ არჩევნების შედეგების გამოქვეყნების პროცესში სრულიად აშკარად იგრძნობოდა გარკვეული ფარული ხელი იმის უზრუნველსაყოფად, რომ მოსახლეობას არჩევნების საბოლოო შედეგების თაობაზე ინფოირმაცია მიგვეღო გარკვეული პორციები, გარკვეული ლოგიკით.
სამწუხაროდ, ის ფარული ხელი, რომელზეც მოგახსენეთ, ჩვენ ადამ სმიტიდან მოყოლებული ვიცოდით, რომ საბაზრო პროცესებს არეგულირებდა ასეთი ხელი, თuმცა, ჩვენს შემთხვევაში პოლიტიკური პროცესების მარეგულიებლადაც გვევლინება ხოლმე. სამწუხაროდ ეს იყო გაგრძელება იმ ტენდენციების, რაც წინასაარჩევნო კამოპანიის დროს მრაvლად ვნახეთ. შემთხვევით სწორ დროს გამოქვეყნებული ფარუილი ჩანაწერები, შემთხვევით სწორ დროს აღმოჩენილი იარაღის სამალავები და ა.შ>
ასე შემთხვევით სწორად შერჩეული პირველი უბნის საუბნო კომისიის ოქმები, რომლებიც ვიღაც პარტიისთვის მაქსიმალურ შესაძლო შედეგს აჩვენებს, სხვისთვის - მინიმალურად შესაძლოს და შემდეგ პროცესებში ეს პროცესები რაღაც ლოგიკით მიდის საზღვრამდე, რომელთანაც დღეს მვიედით" - თქვა უსუფაშვილმა.