Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მაჟორიტარების შანსები მეორე ტურში

10 ოქტომბერი, 2016 19:10

პარლამენტი 150 დეპუტატისგან შედგება, მათგან 77-ს პროპორციული სისტემით ირჩევენ, ხოლო 73-ს – მაჟორიტარულით.

პირველ ტურში გამარჯვებული მხოლოდ 22 მაჟორიტარულ ოლქში გამოვლინდა. შესაბამისად, 51 ოლქში გამარჯვებული მაჟორიტარის გამოსავლენად მეორე ტური გაიმართება. 22-ვე გამარჯვებული მაჟორიტარი „ქართული ოცნების" წევრია.

რამდენ დეპუტატს შეიყვანს „ქართული ოცნება“ პარლამენტში მეორე ტურის გამართვის შემდეგ გადაწყდება. ამ ეტაპზე დათვლილი ხმების მიხედვით (99,92% დათვლილია) „ქართულ ოცნებას" პარლამენტში პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით ჯამში 70 დეპუტატი შეჰყავს.  (48+22)

პირველ ტურის შედეგებით 51 ოლქიდან 45-ში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა მეორე ტურში გასულ კანდიდატებზე საშუალოდ 10%-20%-ით მეტი ხმა მიიღეს.

სულ რამდენიმეა ისეთი ოლქი, სადაც პირველ ტურის შედეგებით „ქართული ოცნების“ კანდიდატმა მეორე ტურში გასულ კანდიდატს სულ რამდენიმეპროცენტიანი უპირატესობით აჯობა (ქუთაისი, ზუგდიდი, ახალციხე, მცხეთა-მთიანეთი).

ასეთი სულ 3 ოლქია. ერთ ოლქში კი (მარნეული) „ქართული ოცნების“ კანდიდატზე მეტი ხმა პირველი ტურის შედეგებით ენმ-ის კანდიდატმა მიიღო. ასევე 43 ოლქში (ხაშური) “თოფაძე - მრეწველები, ჩვენი სამშობლო” კანდიდატმა სიმონ ნოზაძემ 31.96 % მიიღო, რაც 10% აღემატება "ქართული ოცნების" კანდიდატის მიერ მიღებულ ხმებს. „ქართული ოცნების“ კანდიდატზე მეტი ხმა პირველი ტურის შედეგებით ენმ-ის კანდიდატმა მიიღო ადიგენის ოლქშიც.

მარნეული 36-ე ოლქი

ენმ-ის კანდიდატი აკმამედ იმამკულიევი – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 47,62%;

თამაზ ნავერიანი – „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ - 43,66%.

მცხეთა მთიანეთი 37-ე ოლქი

დიმიტრი ხუნდაძე – „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" - 41.23% - (10 437 ხმა);

ცეზარ ჩოჩელი – დამოუკიდებელი კანდიდატი - 39,75% (10 062 ხმა).

ქუთაისი 49-ე ოლქი

„ქართული ოცნება“ - კობა ნარჩემაშვილი - 40.18%;

„ნაციონალური მოძრაობა“ - გიორგი წერეთელი - 37.46%.

ზუგდიდი 66-ე ოლქი

ედიშერ თოლორაია – „ქართული ოცნება“ - 46,75 %;

სანდრა რულოვსი – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 46, 18 %.

ახალციხე/ადიგენი 44-ე ოლქი

დეპუტატი ვაჟა ჩიტაშვილი – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 44,32%;

გიორგი კოპაძე – „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“  - 39,52%

საარჩევნო კოდექსისი მიხედვით, მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში ყველაზე მეტი ხმის მიმღები ორი კანდიდატი გადადის.

№43 ხაშური 

სიმონ ნოზაძე - “თოფაძე - მრეწველები, ჩვენი სამშობლო”  - 31.96 %

დეპუტატი ვალერი გელაშვილი – „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“; 20.11 %

როინ მახარობლიძე – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 17.39 %

51 ოლქში  მეორე ტურში  გავიდნენ:

ქართული ოცნების 50 კანდიდატი;

3 დამოუკიდებელი კანდიდატი (სალომე ზურაბიშვილი-მთაწმინდა, ცეზარ ჩოჩელი - მცხეთა მთიანეთი, აკაკი ჩხაიძე- ლანჩხუთი).

„თოფაძე-მრეწველების” კანდიდატი - სიმონ ნოზაძე (ხაშური);

თავისუფალი დემოკრატების ორი კანდიდატი (ირაკლი ალასანია - გორი,  თეიმურაზ გაფრინდაშვილი - ჭიათურა); (ირაკლი ალსანიამ რამდენიმე წუთის წინ განაცხადა, რომ მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს)

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” 45 კანდიდატი.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით, ამ ეტაპისთვის, როცა ხმების 99.92%-ია დათვლილი, პროპორციული სიით პარლამენტში ორი პარტია შედის. „ქართულმა ოცნებამ" ხმების 48,6%, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" კი 27,14% მიიღო.

პარლამენტი 150 დეპუტატისგან შედგება, მათგან 77-ს პროპორციული სისტემით ირჩევენ, ხოლო 73-ს – მაჟორიტარულით.

ამ ეტაპისთვის მიღებული ხმების მიხედვით, „ქართულ ოცნება", სავარაუდოდ, პარტიაში პროპორციული სიით 48 დეპუტატს შეიყვანს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" – 29-ს შეიყვანს.

რაც შეეხება მაჟორიტარული სიით არჩეულ დეპუტატებს: 73 მაჟორიტარული ოლქიდან ამ ეტაპზე დათვლილი ხმების მიხედვით პირველი ეტაპზე მხოლოდ 22 მაჟორიტარულ ოლქში გამოვლინდა გამარჯვებული. შესაბამისად, 51 ოლქში გამარჯვებული მაჟორიტარის გამოსავლენად მეორე ტური გაიმართება. 22-ვე გამარჯვებული მაჟორიტარი „ქართული ოცნების" წევრია. შესაბამისად, ამ მომენტისთვის არსებული ინფორმაციით, „ქართულ ოცნებას" პარლამენტში როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული სისტემით 70 დეპუტატი შეჰყავს.  51 მაჟორიტარის ბედი მეორე ტურში გადაწყდება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^