რამდენიმე წუთის წინ ცენტრალურ საარჩევნო კომისიამ ხმათა 100% დაითვალა. ბოლო მონაცემებით, საარჩევნო ბარიერს სამი პოლიტიკური პარტია კვეთს:
►„ქართული ოცნება", - 48,65%
►„ნაციონალური მოძრაობა" - 27,12%
►„პატრიოტთა ალიანსი" - 5%
ამ შედეგების მიხედვით პროპორციული სიით პარლამენტში მანდატები ასე ნაწილდება:
►„ქართული ოცნება", - 44 მანდატი
►„ნაციონალური მოძრაობა" - 27 მანდატი
►„პატრიოტთა ალიანსი" - 6 მანდატი
იმ საარჩევნო სიების მიხედვით, რომლებიც ამ პოლიტიკურმა სუბიექტებმა ცესკოში წარადგინეს, ამომრჩევლებმა დეპუტატის მანდატი მიანიჭეს:
„ქართული ოცნება"
1 |
გიორგი |
კვირიკაშვილი |
2 |
კახა |
კალაძე |
3 |
ირაკლი |
კობახიძე |
4 |
თამარ |
ჩუგოშვილი |
5 |
გიორგი |
გახარია |
6 |
აკაკი |
ზოიძე |
7 |
თამარ |
ხულორდავა |
8 |
რომან |
კაკულია |
9 |
სოფიო |
ქაცარავა |
10 |
ირინე |
ფრუიძე |
11 |
კახაბერ |
კუჭავა |
12 |
მანანა |
კობახიძე |
13 |
ეკა |
ბესელია |
14 |
ზვიად |
კვაჭანტირაძე |
15 |
ზვიადი |
ძიძიგური |
16 |
გია |
ჟორჟოლიანი |
17 |
გიორგი |
გაჩეჩილაძე |
18 |
ირაკლი |
კოვზანაძე |
19 |
რუსლან |
პოღოსიანი |
20 |
მახირ |
დარზიევი |
21 |
არჩილ |
ხაბაძე |
22 |
ლერი |
ხაბელოვი |
23 |
სამველ |
მანუკიან |
24 |
ვიქტორ |
ჯაფარიძე |
25 |
ალექსანდრე |
ქანთარია |
26 |
ისკო |
დასენი |
27 |
დიმიტრი |
სამხარაძე |
28 |
ვანო |
ზარდიაშვილი |
29 |
შოთა |
შალელაშვილი |
30 |
ერეკლე |
ტრიპოლსკი |
31 |
მირიან |
წიკლაური |
32 |
გიორგი |
კახიანი |
33 |
რევაზ |
არველაძე |
34 |
დიმიტრი |
ცქიტიშვილი |
35 |
გიგა |
ბუკია |
36 |
თეიმურაზ |
კოხრეიძე |
37 |
თეიმურაზ |
ჭკუასელი |
38 |
სვეტლანა |
კუდბა |
39 |
რატი |
იონათამიშვილი |
40 |
დიმიტრი |
ხუნდაძე |
41 |
ოთარ |
ჩრდილელი |
42 |
ალექსანდრე |
ერქვანია |
43 |
ენძელა |
მაჭავარიანი |
44 |
გია |
ბენაშვილი |
„ნაციონალური მოძრაობა“
1 |
დავით |
ბაქრაძე |
2 |
სანდრა ელისაბედ |
რულოვს |
3 |
ელენე |
ხოშტარია |
4 |
რომან |
გოცირიძე |
5 |
ნიკანორი |
მელია |
6 |
გიორგი |
ტუღუში |
7 |
ოთარი |
კახიძე |
8 |
სალომე |
სამადაშვილი |
9 |
ირაკლი |
აბესაძე |
10 |
სერგი |
კაპანაძე |
11 |
სერგო |
რატიანი |
12 |
გიორგი |
კანდელაკი |
13 |
ლელა |
ქებურია |
14 |
აკაკი |
ბობოხიძე |
15 |
გიორგი |
ბოკერია |
16 |
კობა |
ნაყოფია |
17 |
ირმა |
ნადირაშვილი |
18 |
მამუკა |
ჩიქოვანი |
19 |
თინათინ |
ბოკუჩავა |
20 |
რამაზ |
ნიკოლაიშვილი |
21 |
ზურაბ |
ჭიაბერაშვილი |
22 |
ლაშა |
დამენია |
23 |
ხათუნა |
გოგორიშვილი |
24 |
თენგიზ |
გუნავა |
25 |
ზაზა |
კედელაშვილი |
26 |
აზერ |
სულეიმანოვი |
27 |
გიორგი |
წერეთელი |
„პატრიოტთა ალიანსი"
1 |
ირმა |
ინაშვილი |
2 |
ადა |
მარშანია |
3 |
ნატო |
ჩხეიძე |
4 |
გიორგი |
ლომია |
5 |
გელა |
მიქაძე |
6 |
ემზარ |
კვიციანი |
როგორ ითვლება მანდატები:
საარჩევნო კოდექსის 125-ე მუხლის მიხედვით:
4.საქართველოს პარლამენტის წევრთა მანდატები მიეკუთვნება მხოლოდ იმ პარტიულ სიას, რომელმაც მიიღო არჩევნებში მონაწილეთა ხმების არანაკლებ 5 პროცენტისა. არჩევნებში მონაწილეთა ხმების რაოდენობაში არ ჩაითვლება ბათილად ცნობილი ბიულეტენებით გათვალისწინებული ხმების რაოდენობა.
5. პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად ამ სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა უნდა გამრავლდეს 77-ზე და გაიყოს საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების ჯამზე. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი წარმოადგენს პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობას.
6. თუ პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 77-ზე ნაკლები აღმოჩნდა, გაუნაწილებელი მანდატები პირველ რიგში მანდატების რაოდენობის 6-მდე შესავსებად დაემატება რიგრიგობით იმ საარჩევნო სუბიექტებს, რომლებმაც გადალახეს საარჩევნო ბარიერი და მიღებული მანდატების რაოდენობა 6-ზე ნაკლები აქვთ.
7. თუ ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესით განაწილების შემთხვევაში რომელიმე საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა მაინც 6-ზე ნაკლებია, თითო მანდატი 6-მდე შესავსებად რიგრიგობით აკლდება იმ საარჩევნო სუბიექტებს, რომელთა მანდატების რაოდენობაც 6 მანდატს აღემატება და ამ მოკლების შემთხვევაში საარჩევნო სუბიექტს არ დარჩება 7 მანდატზე ნაკლები.
8. თუ ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი პროცედურების შემდეგ კიდევ დარჩა გადაუნაწილებელი მანდატები, ისინი გადასანაწილებელი მანდატების ამოწურვამდე რიგრიგობით გადანაწილდება იმ სუბიექტებზე, რომლებმაც შევსების გარეშე მიიღეს არანაკლებ 6 მანდატისა.
9. თუ 2 ან 2-ზე მეტი პარტიული სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა თანაბარი აღმოჩნდა, მანდატი მიეკუთვნება იმ სიას, რომელმაც ცესკოში უფრო ადრე გაიარა რეგისტრაცია.
10. თუ საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატი არჩეულია როგორც მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე, ისე პარტიული სიით, მაშინ იგი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე არჩეულად ითვლება. პარტიულ სიაში მის ადგილს იკავებს კანდიდატი ამ კანონის 130-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით.
11. პარტიული სიით არჩეულად ჩაითვლებიან საქართველოს პარლამენტის წევრობის ის კანდიდატები, რომელთა რიგითი ნომრებიც ამ სიაში ნაკლებია ან ტოლია სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობისა. ამ სიის მიხედვით არჩეულ საქართველოს პარლამენტის წევრთა რაოდენობა უცვლელი რჩება.