ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხმების დათვლა დაასრულა. ხმათა 100%-ის მიხედვით, „ქართული ოცნება" 48,65%-ით ლიდერობს, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" 27,12% აქვს, „პატრიოტთა ალიანსს" კი - 5%.
ამ შედეგების მიხედვით პროპორციული სიით პარლამენტში მანდატები ასე ნაწილდება:
►„ქართული ოცნება", - 44 მანდატი
►„ნაციონალური მოძრაობა" - 27 მანდატი
►„პატრიოტთა ალიანსი" - 6 მანდატი
პარლამენტი 150 დეპუტატისგან შედგება, მათგან 77-ს პროპორციული სისტემით ირჩევენ, ხოლო 73-ს – მაჟორიტარულით. არჩევნების შედეგების მიხედვით 51 მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 8 ოქტომბერს ჩატარდა.