ქარიშხალმა „მეთიუმ“ ჰაიტიზე 900-მდე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ათობით ათასი უსახლკაროდ დარჩა.
ბუნებრივი კატასტროფის შემდეგ ჰაიტიზე ქოლერის ეპიდემია გავრცელდა. CNN-ის ინფორმაციით, ყოველდღიურად იზრდება ქოლერით დაავადებულთა რაოდენობა.
ჰაიტიზე სასმელი წყლის დაბინძურების გამო, 2010 წლიდან ხშირი იყო ქოლერის ეპიდემიის გავრცელების ფაქტები. „ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის“ მონაცემებით, სულ დაავადების 80 000 შემთხვევა აღინიშნა, ხოლო 4 ოქტომბრის ქარიშხლის შემდეგ 770 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი.