Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ეყოლება თუ არა „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტში

12 ოქტომბერი, 2016 15:17

8 ოქტომბრის არჩევნების შედეგებმა აჩვენა, რომ პარლამენტში 3 პარტია შედის.„ქართული ოცნება" 48,65%-ით ლიდერობს, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" 27,12% აქვს,  „პატრიოტთა ალიანსს" კი - 5%. 

პარლამენტი 150 დეპუტატისგან შედგება, მათგან 77-ს პროპორციული სისტემით ირჩევენ, ხოლო 73-ს – მაჟორიტარულით.

ამ შედეგების მიხედვით, პროპორციული სიით პარლამენტში მანდატები ასე ნაწილდება: 

►„ქართული ოცნება", - 44 მანდატი

►„ნაციონალური მოძრაობა" - 27 მანდატი

►„პატრიოტთა ალიანსი" - 6 მანდატი

73 ოლქიდან 50-ში მეორე ტური გაიმართება. 23 ოლქში გამარჯვებული მაჟორიტარი პირველივე ტურში გამოვლინდა და ყველა მათგანი „ქართული ოცნების“ კანდიდატია. შესაბამისად, პარლამენტში „ქართული ოცნების“  კიდევ 23 კანდიდატი იქნება წარდგენილი. პირველი ტურის მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ უკვე ჰყავს პარლამენტში 67 წევრი.

50 ოლქიდან 43-ში, პირველი ტურის მონაცემებით,  „ქართული ოცნების“ კანდიდატები საკმაოდ  დიდი პროცენტული  მაჩვენებლით ლიდერობენ.  7 ოლქში, პირველი ტურის მონაცემებით, განსხვავებული სიტუციაა.

ეყოლება თუ არა „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო უმრავლესობა პარლამენტში დამოკიდებულია მეორე ტურის შედეგებზე. რადგან 43 ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა პირველი ტური საგრძნობი უპირატესობით მოიგეს, უნდა ვივარაუდოთ, რომ მეორე ტურში ამ ოლქებში ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატები გაიმარჯვებენ.  თუ „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა ამ 43 ოლქში, სადაც პირველივე ტურიდან დიდი უპირატესობა აქვს  გაიმარჯვეს, მაშინ „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში უკვე ეყოლება 110 წევრი.

თუმცა 7 ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატებს უპირატესობა არ აქვთ.  მთაწმინდის ოლქში დამოუკიდებელი კანდიდატი ლიდერობს პირველი ტურის შედეგებით.  მცხეთა-მთიანეთში, ზუგდიდსა და ქუთაისში პირველი ტურის შედეგებით „ქართული ოცნების“ კანდიდატმა პატარა უპირატესობით მოუგო ენმ-ის კანდიდატს.  ხაშურში „მრეწველების“ კანდიდატმა პირველ ტურში „ოცნების“ კანდიდატ გელაშვილზე უფრო მეტი ხმა მიიღო, ხოლო ადიგენსა და მარნეულში, პირველი ტურის შედეგებით, ენმ-ის კანდიდატი ლიდერობს.

უფრო დეტალური ინფორმაცია  ამ ოლქების შესახებ.

#1. მთაწმინდა.

დამოუკიდებელი კანდიდატი - სალომე ზურაბიშვილი - 44.42%

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ -  ნიკოლოზ რურუა - 26.92%

#37 მცხეთა/მთიანეთი

„ქართული ოცნება“ - დიმიტრი ხუნდაძე - 41.23%

დამოუკიდებელი კანდიდატი - ცეზარ ჩოჩელი - 39.75%

#43 ხაშური

მრეწველების კანდიდატი სიმონ ნოზაძე - 31.96%

„ქართული ოცნება“ - ვალერი გელაშვილი - 20.11%

#36 მარნეული

 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - აკმამედ იმამკულაევი - 47.9%

 „ქართული ოცნება“ - თამაზ ნავერიანი - 43.41%

#44 ახალციხე/ადიგენი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ვაჟა ჩიტიშვილი - 44.07%

„ქართული ოცნება“ - გიორგი კოპაძე - 39.65%

#49 ქუთაისი

„ქართული ოცნება“ - კობა ნარჩემაშვილი - 40.04%

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გიორგი წერეთელი- 37.06%

#66 ზუგდიდი

„ქართული ოცნება“ - ედიშერ თოლორაია - 47.13 %

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - სანდრა ელისაბედ რულოვსი - 45.79%

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^