Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში აიღო ბობ დილანმა

13 ოქტომბერი, 2016 15:19

ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში გადაეცა ბობ დილანს, ახალი პოეტური ექსპრესიისთვის, ამერიკის დიდ მუსიკალურ ტრადიციაში.

დილანი 1941 წელს დაიბადა. ჯერ კიდევ 10 წლის ასაკში დაიწყო ლექსების წერა, ამასთან ფორტეპიანოზე და გიტარაზე დაკვრა. როგორც თავად ამბობს, მის შემოქმედებაზე დიდი გავლენა მოახდინა როკენროლმა, განსაკუთრებით კი ელვის პრესლიმ. მისი სიმღერების ტექსტები სოციალური და სხვადასხვა პრობლემური საკითხით იყო გაჯერებული და ამ საპროტესტო მუხტმა დიდი გავლენა მოახდინა 60-იანი წლების ამერიკაზე. 

ფიზიკის დარგში ნობელის პრემიის  ერთი ნაწილი აიღო დევიდ ზილესმა, მეორე ნაწილი დანკინ ჰალდეინმა და მაიკლ კოსტერლიცმა, კვლევაში - ტოპოლოგიური ფაზის ტრანზიციის თეორიული აღმოჩენები და მატერიის ტოპოლოგიური ფაზები.

ნობელის პრემია მშვიდობის დარგში კოლუმბიის პრეზიდენტ ხუან მანუელ სანტოს გადაეცა - „ძალისხმევისთვის მემარცხენე ამბოხებულებთან 52-წლიანი კონფლიქტის დასასრულებლად".

სამშვიდობო ხელშეკრულებას მეამბოხეებთან ოთხწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ გასულ თვეში მოეწერა ხელი. კონფლიქტის შედეგად დაახლოებით 260 000 ადამიანი დაიღუპა, 6 მილიონზე მეტი კი იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა.

ხუან მანუელ სანტოსი კოლუმბიის პრეზიდენტია 2010 წლიდან. მანამდე ის კოლუმბიის მთავრობაში თავდაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებდა. 

ნობელის პრემია ეკონომიკის დარგში გადაეცა ოლივერ ჰარტსა და ბენგ ჰოლმსთრომს მათი წვლილისთვის „ხელშეკრულების თეორიაში“.

ქიმიის დარგში პრემია მიენიჭა შემდეგ სამ პროფესორს: ხუან პიერ სოვაჟის,  ფრასერ შტოდარტსა  და ბერნანდ ფერინგას  პროექტისათვის -  „მოლეკულური მექანიზმების დიზაინი და სინთეზი“.

სამედიცინო სფეროში  ნობელის პრემია ფიზიოლოგიის დარგში  გაიცა. პრემიის მფლობელი იაპონელი ბიოლოგი 71 წლის იოშინორი ოსუმი გახდა, რომელიც აუტოფაგიაზე მუშაობს. მისი აღმოჩენის მიხედვით,  ბიოგადამუშავების სისტემა შლის საშიშ პროტეინებს და მათ ახალ საშენ ბლოკებად გარდაქმნის უჯრედისთვის. ამასთან ეს პროცესი იპყრობს პათოგენებს და ხელს უწყობს პროტეინების ჯგუფის წარმოქნას, რაც  ნეიროდეგენერაციული დაავადებებისთვის დამანგრეველია.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^