საარჩევნო უბნებთან სიებით მობილიზებული პარტიების კოორდინატორების პრაქტიკა გრძელდება. ეს საკითხი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე როგორც მედიის, ასევე არასამათავრობო ორგანიზაციების ყურადღების ქვეშ ისევ მოექცა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობით მსგავსი ქმედება არ იკრძალება, არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშავენ, რომ პარტიის კოორდინატორების მიერ ხმის მისაცემად მისული ამომრჩევლების აღრიცხვა, ამომრჩვევლის ნებაზე ირიბი კონტროლის განხორციელების მცდელობაა.
„ლიბერალთან“ საუბრისას ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები არ იყო პირველი, როდესაც საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე კოორდინატორების და აქტივისტების მობილიზება შეიმჩნეოდა. მისი თქმით, საია ამგვარ პრაქტიკას მუდმივად აკრიტიკებდა და ის შეფასებული აქვს, როგორც ამომრჩვევლის ნების ირიბი კონტროლი და კონტროლის მცდელობა.
„უბნებზე როდესაც დგანან კოორდინატორები. აღნიშნავენ, ვინ მივიდა და ვინ არ მივიდა და რიგ შემთხევებში, ვინც არ მივიდა, თუ მათი ტელეფონი აქვთ, ურეკევენ და უნდა მოხვიდეთო ეუბნებიან. ჩვენმა დამკვირვებლებმა ისიც გვითხრეს, თუ როგორ ეუბნებოდა ერთი კოორდინატორი მეორეს: „კარგად ჩაინიშნე, ვინ არ მოვიდაო“. ამაზე ცალსახად ვერ ვიტყვით, რომ მუქარაა, მაგრამ ამ ამბებს შესაძლოა არასასურველი შედეგები მოჰყვეს, რისკები იზრდება. იყო შემთხვევები, როდესაც ჩვენი დამკვირკვებლები ხედავდნენ, რომ უბნიდან გამოსული ამომრჩევლები მიდიოდნენ კოორდინატორებთან და თითქოს ანგარიშს აბარებდნენ“, - ამბობს ნაცვლიშვილი.
საკანონმდებლო დონეზე აღნიშნული ქმედება დარეგულირებული რომ არაა, ნაცვლიშვილი ამას ხარვეზად და პრობლემად მიიჩნევს და ამბობს, რომ მანკიერი პრაქტიკა თავის მხრივ შესაძლოა ხელს უშლიდეს ამომრჩეველს, თავისუფლად გამოხატოს თავისი ნება.
ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ასევე პრობლემურია ის, თუ როგორ დგება სიები. მისი თქმით, რიგ შემთხვევებში ადამიანის პერსონალური ინფორმაციის დამუშავება მათი გაცნობიერებული თანხმობის გარეშე ხდება, მათ არ არიან თუ რა მიზნებისთვის იყენებ მათ პერსონალურ ინფორმაციას.
„უმეტეს შემთხვევაში კოორტინატორები არიან თანაუბნელები, მეზობლები, რეგიონებში ნათესავებიც კი, გასაგებია თუ როგორია ჩვენი კულტურული გარემო და რა თქმა უნდა ადამიანებს უჭირთ უარის თქმა. მეორეს მხრივ, სინამდვილეში მათ არ აქვთ სურვილი, რომ რაღაც გაურკვეველი მიზნებისთვის მათი პირადი ინფორმაცია ვინმემ დაამუშაოს, სიები შეადგინოს. შემდეგ ეს სია სად შეიძლება მოხვდეს, თავი რომ დავანებოთ საარჩევნო საკითხებს, არავინ იცის. დაბალი ცნობიერების გამო, ადამიანებმა არ იციან , რომ მათ აქვთ უარის თქმის უფლება, ან უჭირთ უარის თქმა. რაც შეეხება კოორდინატორებს, ისინიც ხვდებიან, რომ მოქალაქეებს პირდაპირი პასუხი რომ მისცენ, რისთვის არის სიები საჭირო, უფრო გაბედულად დააფირსირებენ უარყოფით პოზიციას, ამიტომ გარკვეულწინად თავს არიდებენ კონკრეტულად უთხრან მათ, რისთვის აგორვებენ ამ ინფორმაციას, ან არასწორ და ბუნდოვან ინფორმაციას აწვდიან. ამიტომ, უმეტეს შემთხვევაში თანხმობის მიცემა ხდება ისე, რომ მოქალაქეებმა ზუსტად არ იციან, რა მიზნისთვისთვის გასცემენ ამ ინფორმციას. ესაც არის პრობლემა - პირადი ინფორამციის შეგროვება და დამუშავება, მოქალქეთა გაცნობიერებული თანხმობის გარეშე, არ არის კანონთან შესაბამისი მოქმედება“, - ამბობს ნაცვლიშვილი.
რაც შეეხება კითხვას, თუ რისი გაკეტება შეიძლება საკანონმდებლო დონზე, რომ აღნიშნული პრაქტიკა გამოსწორდეს ან შეიზღუდოს, ნაცვლიშვილი ამბობს, ამისთვის მზა რეცეპტი არ არსებობს და ადეკვატური ფორმულირების შემუშავებას სიფრთხილე სჭირდება.
რაც შეეხება პერსონალურ მონაცემებს, ნაცვლიშვილი ამბობს, რომ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონის უკეთესი იმპლემენტაციის პირობებში, ეს რისკები შემცირდება, ისე რომ სიები და პერსონალური მონაცემები შეიკრიბოს ადამიანის გაცნობიერებული თანხმობით.
ნაცვლიშვილი კიდევ ერთ პრობლემას საარჩევნო უბნებთან პარტიების აქტივისტების მობილიზებაშიც ხედავს, რაც მისი აზრით, საფრთხის რისკებს აჩენს. მისი თქმით, მათი მობილიზება, ხელოვნურად ძაბავდა სიტუაციას და რიგ შემთხვევებში სწორედ ამან გამოიწვია ძალადობრივი მოქმედებები.
„ჩვენ მოგვდიოდა ინფორმაცია, რომ კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანები იკრიბებიან ხოლმე უბნებთან. შესაძლოა, რიგ შემეთხვევებში ისინი მართლაც ქმნიდნენ არასასიამოვნო და დაძაბულ გარემოს. ნების გამოხატვის თავისუფლებისთვის კი, მაქსიმალურად ხელშემწყობი გარემო უნდა შეიქმნას. თუნდაც პოლიციელი რომ მივიდეს ამ ადამიანებთან და უთხრას, რომ დატოვოს ტერიოტორია, უფლების დარღვევა იქნება, რადგან მათ თავისუფლად გადაადგილების უფლება აქვთ. ამიტომ პოლიციასაც სჭირდება საკანონმდებლო ბაზა, თუ ჩათვლის, რომ ესა თუ ის ადამიანი ნების გამოხატვის თავისუფლებისთვის არახელსაყრელ გარემოს ქმნის, კანონის საფუძველზე დაატოვებინებს მიმდებარე ტერიტორია“, - ამბობს ნაცვლიშვილი.
მისი თქმით, „რიგ შემთხვევებში იყო აღქმა, რომ ეს მობილიზებული ადამიანები არიგებდნენ ფულსაც, კონკრეტული ფაქტიც გაქვს, როდესაც ჩვემნა დამკირვებელმა თავის თვალით დაინახა, რომ როგორც გადასცა პარტიის წარმომადგენელმა ამომრჩეველს თანხა“.
ნაცვლიშვილი ამბობს, რომ აღნიშნული პრატიკის გამოსასწორებლად საკანონმდებლო ცვლილებების გატარება მეორე ტურისთვის ვეღარ მოესწრება, თუმცა თვითმმართველობის არჩევნებისთვის მისი მიღება მნიშნველოვანია.