Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ტოლერანტობა, თანასწორობა და ინკლუზია - თეთრი ხელჯოხის მსოფლიო დღის მესიჯია

15 ოქტომბერი, 2016 13:59

15 ოქტომბერი თეთრი ხელჯოხის მსოფლიო დღეა. ტოლერანტობა, თანასწორობა და ინკლუზია - ამ დღის მთავარი მესიჯია. 

თეთრი ხელჯოხის დღე 1970 წელს უსინათლოთა საერთაშორისო ფედერაციის ინიციატივით დაწესდა. ამ დღის აღნიშვნა შეახსენებს საზოგადოებას ჩვენს გვერდით მცხოვრები ადამიანების შესახებ, რომლებსაც განსხვავებული საჭიროებები აქვთ.

სახალხო დამცველი ამ დღეს განცხადებით ეხმაურება:

"საქართველოში უსინათლო და მცირემხედველი პირების სრულფასოვანი ცხოვრება და ადამიანის უფლებებით თანაბარი სარგებლობა ჯერ კიდევ სერიოზული გამოწვევაა. დღის წესრიგში დგას რიგი საკითხების მოგვარების აუცილებლობა. ქვეყანაში არ ფუნქციონირებს სარეაბილიტაციო ცენტრი, სადაც უსინათლო და მცირემხედველი პირები შეძლებენ მათთვის საჭირო უნარ–ჩვევების (სივრცეში ორიენტაცია და მობილობა, ხმოვანი კომპიუტერული პროგრამებით სარგებლობა, ბრაილის შრიფტის შესწავლა და ა.შ.) შეძენა/განვითარებას, სახელმწიფოს მხრიდან არ ხდება უსინათლოთათვის დამხმარე საშუალებების (ხმოვანი საყოფაცხოვრებო დასამედიცინო ნივთები, თვალის პროტეზი) მიწოდება. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო პროგრამით დადგენილია უსინათლო პირების დამხმარე საშუალებით (ხელჯოხი) უზრუნველყოფა, მისი მიწოდება გარკვეული ხარვეზებით ხასიათდება. საზოგადოებრივ, განსაკუთრებით ხალხმრავალ თავშეყრის ადგილებში, გათვალისწინებული არ არის ვიზუალურ და ხმოვან ინფორმაციათა დუბლირების შესაძლებლობა. მისაწვდომობის სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს სატელევიზიო, ელექტრონული და ბეჭდური მედია; უსინათლო პირებისთვის არ არის მისაწვდომისაინფორმაციო, გასართობი და სხვა სახის სატელევიზიო პროგრამები,ფილმები. ლიტერატურა (მხატვრული, ტექნიკური, სამედიცინო და ა.შ. ) არ გამოიცემა ადაპტირებული ფორმით.

საქართველოს სახალხო დამცველი მონიტორინგს უწევს აღნიშნულ პირთა უფლებების დაცვას და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს რელევანტური უწყებების მიმართ. 2015 წელს სახალხო დამცველმაწინადადებით მიმართა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას შეზღუდულიშესაძლებლობის მქონე პირთათვის, მათ შორის უსინათლო პირთათვისინფორმაციის მისაწვდომობის უზრუნველყოფის თაობაზე. მიუხედავად ამისა აღნიშნული პრობლემა კვლავ გადაუჭრელია.

მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება უსინათლო პირების საჭიროებებზე დაშესაძლებლობებზე ორიენტირებული, ხელმისაწვდომი სერვისები დაპროგრამები, დასაქმება, საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრული დაეფექტური მონაწილეობის მხარდაჭერა.

საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს შესაბამის უწყებებს არსებული გამოწვევების დაძლევის მიზნით კონკრეტულიქმედებების განხორციელებისკენ, რათა უზრუნველყოფილ იქნას ყველა პირის უფლებების თანაბარი დაცვა და ამ გზით ქვეყანაში ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბება", - წერია ომბუდსმენის განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^