ტრანსგენდერი ქალის ცემისა და დაჭრის საქმეზე ბრალდებული დაკავებულია - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. როგორც განცხადებაში წერია, განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაკავებულია 1985 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი.
"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 14 ოქტომბერს ორთაჭალაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბლაგვი საგნითა და ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა 1982 წელს დაბადებულ პირს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული რუსთავში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 19-108-ე მუხლით)", - წერია განცხადებაში.
შემთხვევა 14 ოქტომბერს, ორთაჭალაში მოხდა. დაზარალებული ამ დრომდე რეანიმაციაში იმყოფება. მისი მდგომარეობა მძიმეა.