Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

PHR - დუშეთის შშმ პირთა პანსიონში იურისტებს შესვლის საშულება არ მოგვცეს

18 ოქტომბერი, 2016 14:34

დუშეთის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინსტიტუციაში 12 ოქტომბერს „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" იურისტებს დაწესებულებაში შესვლა დირექტორმა აუკრძალა - ამის შესახებ განცხადებას არასამთავრობო ორგანიზაცია ავრცელებს და დეტალურად აღწერს მოვლენებს.

განცხადების მიხედვით, ორგანიზაციის იურისტებმა პანსიონატის დირექტორს განუმარტეს, რომ დაწესებულებაში მცხოვრები პირები ორგანიზაციის ადვოკატებთან შეხვედრას სამართლებრივი დახმარების მიზნით ითხოვდნენ. მიუხედავად ამისა, დირექტორმა იურისტებს დაწესებულებაში შესვლისთვის საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემული სპეციალური ნებართვა მოსთხოვა.

„მიგვაჩნია, რომ დუშეთის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატის ხელმძღვანელმა გადაამეტა თავის უფლებამოსილებას, რამაც განაპირობა სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების უკანონო შეზღუდვა.

აღსანიშნავია, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატებში მრავალი წელია, ფიქსირდება ადამიანის უფლებების მნიშვნელოვანი დარღვევები, მათ შორის არასათანადო და არაჰუმანური მოპყრობის, ფიზიკური თუ სხვა სახის ძალადობის შემთხვევები.

ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გახშირდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციებისადმი შეტყობინებები, რომლებიც ეხება მათ მიმართ არაჰუმანურ და ღირსების შემლახველი მოპყრობის ფაქტებს. კერძოდ, დაწესებულების მაცხოვრებელთა განმარტებით, მათი მხრიდან გამოთქმული პროტესტის საპასუხოდ, დაწესებულებათა დირექტორები და თანამშრომლები მათ, იძულების წესით, ათავსებენ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში. ამგვარ არაადამიანურ ქმედებებს აქვს ასევე ბენეფიციარების დაშინებისა და მათი „გაჩუმების“ დანიშნულებაც.

არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ხშირად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ფსიქიატრიულ დაწესებულებებში იზოლირება და მათთან ვიზიტორების დაშვების აკრძალვა, დაკავშირებულია არასამთავრობო ორგანიზაციებთან კომუნიკაციის შეზღუდვის მიზანთან,  რათა შეუძლებელი იყოს მათი უფლებების ეფექტური დაცვა.

საქართველოს კონსტიტუციის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის და სხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ნორმატიული აქტების შესაბამისად, ყველა პირს აქვს  უფლება თავისუფლად იქონიოს ურთიერთობა ნებისმიერ ადამიანთან, მიიღოს ინფორმაცია, მათ შორის სამართლებრივი კონსულტაცია, რომელიც მას საშუალებას მისცემს ეფექტურად დაიცვას საკუთარი უფლებები სასამართლოსადმი მიმართვის გზით.

ამასთანავე აღსანიშნავია, რომ დუშეთის შშმ პირთა დაწესებულების მარეგულირებელი არცერთი სამართლებრივ დოკუმენტი არ მოითხოვს სახელმწიფო ორგანოების ნებართვას, იმისათვის, რომ უფლებადამცველი შევიდეს დაწესებულებაში იქ მცხოვრებ პირებთან შეხვედრის მიზნით. უფრო მეტიც, სახელმწიფო დაწესებულებები ვალდებულნი არიან მიიღონ ყველა ზომა, რათა დაწესებულებაში მაცხოვრებლებმა მაქსიმალურად ეფექტურად განახორციელონ მათი ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ორგანიზაცია მოუწოდებს „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდს“:

  1. შეისწავლოს აღნიშნული შემთხვევა და, კანონმდებლობის შესაბამისად, დააკისროს დისციპლინური პასუხისმგებლობა დუშეთის შშმ პირთა პანსიონატის ხელმძღვანელს.
  2. ფონდის დაქვემდებარებაში არსებული ყველა დაწესებულების ხელმძღვანელს გააცნოს ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტები და მათგან გამომდინარე მოვალეობები.
  3. უზრუნველყოს ინსტიტუციაში მცხოვრები ყველა ადამიანის თავისუფალი და შეუფერხებელი კომუნიკაცია უფლებადამცველ პირებთან", - წერია PHR-ის განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^