Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პრემიერი: საკონსტიტუციო უმრავლესობა იმიტომ გვინდა, რომ დანაპირები შევასრულოთ

19 ოქტომბერი, 2016 10:14

„ჩვენ წარსულში გვქონდა პრეცედენტი, როდესაც კონსტიტუცია მორგებული იყო ერთ კაცზე და ერთ პოლიტიკურ ძალაზე, რამაც ხელისუფლების უზურპაცია მოახდინა. ჩვენ სწორედ იმიტომ გვინდა საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომ ჩვენი დანაპირები შევასრულოთ ჩვენი ამომრჩევლის წინაშე", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. 

„ის ძალიან დინამიკური და ამბიციური გეგმა განვითარების, რომელზეც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვსაუბრობდით და რისი განხორციელებაც დავიწყეთ, მივიყვანოთ ბოლომდე. რაც ნიშნავს იმას, რომ მომავალ 4 წელში საქართველოში უპრეცედენტოდ მაღალი დინამიკა უნდა შეიქმნას ეკონომიკური განვითარებისა. ქვეყანამ უნდა მოახდინოს მნიშვნელოვანი გარღვევა ეკონომიკური, სოციალური, დემოკრატიული ინსტიტუციების განვითარების მიმართულებით. ევროპული და ევროატლანტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე უნდა გააგრძელოს დაწყებული რეფორმები. ამისთვის გვინდა საკონსტიტუციო უმარვლესობა და ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა თითოეული ამომრჩევლის წინაშე", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისი თქმით, აუცილებლად შესაქმნელია ჯგუფი, რომელიც საზოგადოების თითოეული წევრის ჩართულობით კოსნტიტუციაში ისეთ ცვლილებებს შეიტანს, რომ მომავალში ვერავინ ვერასდროს მოახდინოს ხელისუფლების კონცენტრირება და უზურპირება.

„ეს არ იქნება ისე, რომ ჩვენ პარლამენტში პირველ რიგში, დავეტაკებით და ამ საკითხით ვიქნებით დაკავებული. რა თქმა უნდა, სიჩქარე არ ივარგებს. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, რომ შევქმნათ განვითარების მაღალი დინამიკა. იმ დანაპირებს, რომელიც გავეცით აუცილებლად უკლებლივ ყველას შევასრულებთ. საკონსტიტუციო უმრავლესობა, რომელიც იმედი მაქვს, რომ მეორე ტურის შედეგად იქნება - მეორადია და იმისთვის, რომ ჩვენი დანაპირები შესრულდეს, რა თქმა უნდა, თუ ამაზე ჩვენი მოქალაქეების ნება იქნება. მინდა, ყველა ამომრჩეველს მოვუწოდო, რომ 30 ოქტომბერს ისეთივე აქტივობით მივიღოთ მონაწილეობა ქვეყნის მომავლის განსაზღვრაში“,- განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^