Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

UNFPA: 10 წლის გოგონების განვითარებაში ინვესტირება ეროვნულ ეკონომიკას აძლიერებს

20 ოქტომბერი, 2016 13:56

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA)  2016 წლის მსოფლიოს მოსახლეობის მდგომარეობის შესახებ ანგარიშში ნათქვამია, რომ 10 წლის გოგონების განვითარებაში ინვესტირებას მაღალი დემოგრაფიული დივიდენდი მოაქვს და ეროვნულ ეკონომიკას აძლიერებს. 

„ათი წელი გოგონებისთვის მნიშვნელოვანი ასაკია, რადგან ისინი სწორედ ამ დროს შედიან გარდატეხის პერიოდში. აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში გოგონების ნაწილი ამ ასაკში სათანადოდ ვითარდება, იძენს მნიშვნელოვან უნარებს და იფართოებს თვალსაწიერს, რაშიც მათ ოჯახში და თემში არსებული ხელშემწყობი გარემო ეხმარება. ეს კი საშუალებას აძლევს გოგონებს თავად გააკეთონ არჩევანი და განსაზღვრონ საკუთარი მომავალი. თუმცა ამავდროულად, იგივე რეგიონში, მრავალ სხვა გოგონას, სხვადასხვა სოციალური და კულტურული ნორმის, დისკრიმინაციული კანონებისა და მავნე პრაქტიკის გავლენით, განვითარებისა და წინსვლის საშუალება არ ეძლევა“,- ვკითხულობთ ანგარიშში. 

რაც შეეხება საქართველოს, ანგარიშის თანახმად, გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის საზიანო პრაქტიკა საქართველოში ჯერ კიდევ ფართოდ გავრცელებული პრობლემაა: ერთი შვილის ყოლის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეების 46% ბიჭს ამჯობინებს, 45%-სთვის სქესს მნიშვნელობა არა აქვს, ხოლო გოგონას მხოლოდ 9% არჩევდა. დაბადებისას სქესთა შორის თანაფარდობის საშუალო მაჩვენებელი 2008-2012 წლებში 111.8 აღწევდა, ბიოლოგიური ნორმა კი 105-106-ია.

ანგარიშის მიხედვით, არსებული მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველოში მცხოვრები ქალების 14% 18 წლის შესრულებამდე დაქორწინდა, თუმცა მონაცემები ვერ იქნება სრული, რადგან ნაადრევი ქორწინება ხშირად არ არის ოფიციალურად დარეგისტრირებული. ადრეულ ქორწინებაში მყოფი ბიჭების რაოდენობა, გოგონებთან შედარებით, გაცილებით ნაკლებია.

მიუხედავად იმისა, რომ აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალური აზიაში ადრეული ან ბავშვთა ქორწინება არაკანონიერია, ის მაინც ჩვეულებრივი მოვლენაა რეგიონში, რის გამოც გოგონებს ხშირად უწევთ სკოლის მიტოვება.

დასავლეთ ევროპასთან შედარებით, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მოზარდი გოგონების ორსულობის ალბათობა სამჯერ უფრო მეტია, რაც უარყოფით გავლენას ახდენს დედისა და ახალშობილის ჯანმრთელობასა და მათ მომავალზე.

ახალგაზრდა დედებს უჭირთ სამუშაოსა და შვილების აღზრდის შეთავსება, რადგან დეკრეტული შვებულება და ბავშვზე ზრუნვის შესაძლებლობები არადამაკმაყოფილებელია და ტრადიციული გენდერული როლი აიძულებს ქალებს, უარი თქვან პროფესიულ კარიერაზე.

ანგარიშში ასევე მოტანილია ციფრები და ფაქტები, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონებიდან. უფრო კონკრეტულად კი, აღნიშნულ რეგიონებში 10 წლის გოგონების უმეტესობა სკოლაში დადის, თუმცა როგორც ანგარიშშია ნათქვამი, არ შეიძლება ეს მონაცემი ყველა ჯგუფზე განზოგადდეს, მაგალითად, ზოგიერთ ქვეყანაში ბოშა ახალგაზრდების 30% -ზე მეტი დაწყებითი განათლების გარეშე რჩება.

გარდა ამისა, ბავშვთა ქორწინება ხშირია რეგიონის გარკვეულ ნაწილებში, მათ შორის, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, მაგრამ პრაქტიკის უკანონობის გამო, ამ საკითხის ირგვლივ მხოლოდ რამდენიმე სანდო მონაცემი არსებობს.

მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში მოზარდთა ორსულობის მაჩვენებელი მცირდება, თინეიჯერთა ორსულობა მაინც სამჯერ უფრო ხშირია, ვიდრე დასავლეთ ევროპაში (ცალკეულ ქვეყნებში კი - ექვსჯერ).

ზოგიერთ ქვეყანაში, გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის გამო, ბევრად უფრო ნაკლები გოგონა იბადება, ვიდრე ბიჭი. რეგიონი მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეულია დაბადებისას სქესთა შორის თანაფარდობის დისბალანსის კუთხით.

რეგიონის ყველა ქვეყანაში მამაკაცებზე ბევრად უფრო ნაკლები ქალი არის ჩართული შრომით საქმიანობაში.

„განვითარების ახალი დღის წესრიგი, რომელსაც 2015 წელს  მსოფლიო ლიდერებმა დაუჭირეს მხარი, წარმოადგენს სოციალური და ეკონომიკური წინსვლის გეგმას, რომლითაც ქვეყნებმა 15 წლის განმავლობაში უნდა იხელმძღვანელონ. თანასწორი განვითარება, რაც ჩამორჩენის საფრთხეს ყველას ააცილებს, მისი მთავარი ქვაკუთხედია. იმ ბარიერების აღმოფხვრა, რომელიც 10 წლის გოგონებს წინსვლასა და განვითარებაში უშლით ხელს,  ამ დღის წესრიგის წარმატების შანსს გაზრდის.“

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ დღეს მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევაა, გააძლიეროს ძალისხმევა, რათა რაც შეიძლება მეტ გოგონას, განსაკუთრებით კი ყველაზე ღარიბებსა და დაუცველებს, მისწვდეს განვითარების ტალღა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^