
საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თანმჯდომარე ჰყავს. მოსამართლე ზაზა თავაძის კანდიდატურას ხუთმა მოსამართლემ დაუჭირა მხარი.
წინა სხდომაზე, მოსამართლეების ნაწილმა თავმჯდომარეობის კანდიდატურად ირინა იმერლიშვილი დაასახელა, ნაწილმა კი - ზაზა თავაძე. იმისათვის, რომ წარმოდგენილი კანდიდატიდან ერთ-ერთი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გამხდარიყო, მას პლენუმის მინიმუმ 5 წევრის მხარდაჭერა ესაჭიროება.
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ ის 3 წლითა და 7 თვით დაინიშნება, რადგან ზაზა თავაძის უფლებამოსილების 10 წლიანი ვადის ათვლა 2010 წლის 15 ივნისს დაიწყო.
ზაზა თავაძე 2008-2010 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე.
2010 წლის 30 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის გადაწყვეტილებით დაინიშნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად. უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგა 2010 წლის 15 ივნისს, ფიცის დადების დღიდან. ხოლო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ 2010 წლის 15 ივნისსა და 2015 წლის 10 ივნისს არჩეულ იქნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ და მეორე კოლეგიის თავმჯდომარედ.