20 წლის მევიოლინე ვერიკო ჭუმბურიძემ მევიოლინეთა საერთაშორისო კონკურსზე (ცნობილი პოლონელი მევიოლინეს, ჰენრიკ ვენიავსკის სახელობის კონკურსი) პირველი ადგილისთვის განკუთვნილი პრემია (30,000 ევრო) და ოქროს მედალი აიღო. ვერიკო ჭუმბურიძე ასევე პეტრე ჩაიკოვსკის საერთაშორისო კონკურსის I პრემიის ლაურეატია. ის თურქეთში დაიბადა.
დაჯილდოვება პოლონეთში გაიმართა. ვიოლინოს საერთაშორისო კონკურსი პოლონეთში ხუთ წელიწადში ერთხელ იმართება.