Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შსს-ს მინისტრი - ნუ გაჩუმდებით ოჯახში ძალადობაზე, ჩვენ თქვენ გვერდით ვართ

24 ოქტომბერი, 2016 12:03

შსს-ს მინისტრი მიმართავს ყველა მსხვერპლს, არ გაჩუმდნენ ოჯახში ძალადობაზე - "ნუ შეშინდებით, მთელი ჩვენი უწყება, 40 000 ადამიანი თქვენს გვერდით ვართ, იმისთვის რომ დაგიცვათ",  - ამის შესახებ გიორგი მღებრიშვილმა სამინისტროში ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ სოციალური კამპანია ”ძალა ნდობას” პრეზენტაციაზე განაცხადა. 

მღებრიშვილის განცხადებით, სამინისტროსთვის ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა კვლავ რჩება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად. 

”აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ ძალზე მგრძნობიარე პრობლემის დასაძლევად, იმისთვის რომ პოლიციელებმა შეძლონ მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობის შესრულება, აუცილებელია, თავად ძალადობის მსხვერპლთა და მოწმეების თანადგომა, მხარდაჭერა და თანამშრომლობა”, - აღნიშნა მინისტრმა.

კამპანია ”ძალა ნდობას” ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ”საქართველოს შს სამინისტროს ხელშეწყობა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში” ფარგლებში ხორციელდება. კამპანიის მიზანია ოჯახში ძალადობის პრევენციის ხელშეწყობა და აღნიშნული დანაშაულის წინააღმდეგ ქვეყანაში მოქმედი სამართლებრივი მექანიზმების სახელმწიფო თუ სხვა არსებული სერვისების შესახებ მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება.

კამპანიის ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ ერთი მხრივ, ცნობიერების ამაღლებამ და მეორე მხრივ, შსს-ს თანამშრომელთა სათანადო მომზადებამ განაპირობა ის შედეგი, რომ გამოცემული შემაკავებელი ორდერების და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე დაწყებული გამოძიების მაჩვენებლები უპრეცედენტოდ გაზრდილია. 

შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ შეტანილი წვლილისთვის სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხუთი თანამშრომელი მადლობის სიგელებით დააჯილდოვა. სპეციალური ჟიურის მიერ ასევე გამოვლინდა კონკურსის ”საგაზეთო სტატია ოჯახში ძალადობის შესახებ” სამი გამარჯვებული, რომლებსაც სხვადასხვა პრიზი გადაეცათ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^