Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლების აქცია სოციალურ ქსელში

25 ოქტომბერი, 2016 14:13

აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლებმა სოციალურ ქსელში აქცია დაიწყეს.  მშობლები თბილისის მერიისგან N33129 დადგენილების შეცვლას მოითხოვენ. აქციის ორგანიზატორის, არასამთავრობო ორგანიზაცია „ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ“ წევრი მარი კორკოტაძე ამბობს, რომ თბილისში 30-მდე აუტიზმის სპექტის დარღვევის მქონე ბავშვს თბილისის მერიამ რეაბილიტაციის პროგრამაში ჩასმაზე უარი რეგისტრაციის დროის გამო უთხრა.

მარი კორკოტაძეს მიაჩნია, რომ რეგისტრაციის დროის გამო უარის თქმა დისკრიმინაციული მიდგომაა და საკრებულოს მოუწოდებს, იანვრიდან მაინც გააუქმონ ეს ჩანაწერი, რათა დარჩენილ 30 ბავშვს სარეაბილიტაციო პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა მიეცეს.

ქ. თბილისის მერია აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამაში ბავშვთა ჩასმისას ქ. თბილისის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის N33-129 დადგენილებით ხელმძღვანელობს, რომლის ერთ-ერთი წესი ამბობს, რომ პროგრამით სარგებლობენ მხოლოდ ის ბავშვები, რომლებიც 2015 წლის 1 ივლისის მდგომარეობით არიან თბილისში რეგისტრირებული. ანუ ბავშვები, რომლებიც თბილისში 2015 წლის ივლისის შემდეგ დარეგისტრირდნენ, პროგრამით ვერ სარგებლობენ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^