შიდა ქართლის 42-ე ოლქში შემავალ სოფელ სობისში ენმ-ის ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა უმოწყალოდ სცემეს ენმ-ის აქტივისტს.
„ალბერტი მერებაშვილია ნაცემი. ეს სოფელი 8 ოქტომბერს მოვიგე. აქედან გამომდინარე, „ქართულ ოცნებას“ მობილიზებული ჰყავდა გამგეობის თანამშრომლები, გორის საკრებულოს წევრი მონაწილეობდა ცემაში და რამდენიმე ათეული ადამიანი. ერთ-ერთი იყო კობა ბერიანიძე. ამჟამად ტვინის შერყევით საავდმყოფოშია გადაყვანილი“ - განუცხადა „ლიბერალს“ 42-ე ოლქში ენმ-ის კანდიდატმა ბადრი ბასიშვილმა.
8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგების მიხედვით, 42 -ე ოლქში (გორის მუნიციპალიტეტი) ენმ-ის კანდიდატმა ბადრი ბასიშვილმა 24.88%-ი მიიღო. თენგიზ ხუბულურმა 41.77%-ი.