ცესკოს მონაცემების მიხედვით, 12 საათის მონაცემებით, ამ დროისთვის ორმოცდაათივე ოლქის მასშტაბით ამომრჩეველთა საერთო აქტივობა 12,71%-ია.
უმრავლეს ოლქებთან შედარებით თითქმის ორჯერ მაღალი, 22,7%-იანი აქტივობა ფიქსირდება მცხეთაში, სადაც ერთმანეთს დამოუკიდებელი კანდიდატი ცეზარ ჩოჩელი და ქართული ოცნების წარმომადგენელი დიმიტრი ხუნდაძე უპირისპირდებიან.
პირველი ტურში დიმიტრი ხუნდაძემ 41,23%, ხოლო ცეზარ ჩოჩელმა 39,75% მიიღო. შესაბამისად, ქართული ოცნების კანდიდატმა ჩოჩელს მხოლოდ 375 ხმით გაუსწრო.