Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გაიცანით ქალი დეპუტატები ახალი მოწვევის პარლამენტში

31 ოქტომბერი, 2016 2:55

ახალი მოწვევის პარლამენტში 150 დეპუტატიდან 24 ქალი იქნება. წინა მოწვევის პარლამენტში სულ 18 დეპუტატი ქალი იყო. ოფიციალური სტატისტიკით, ადგილობრივ თვითმმართველობებში 11%-ია ქალი. ქვეყანაში 69 გამგებლიდან მხოლოდ ორი ქალია; არც ერთი მერი და არც ერთი გუბერნატორი არ არის ქალი. პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობით კი საქართველო 185 ქვეყნიდან  115-ე ადგილს იკავებს.

პროპორციული სიით, „ქართული ოცნების“ მანდატით პარლამენტში 8 ქალი მოხვდა:

თამარ ჩუგოშვილი  -  2013 წლის თებერვლიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე იყო ადამიანის უფლებების დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში. 2010-2012 წლებში იყო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე; ამავე პერიოდში იყო „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ 32 არასამთვრობო ორგანიზაციისაგან შექმნილი კოალიციის თავმჯდომარე. დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი, ფლობს სამართლის მაგისტრის ხარისხს. ასევე,  სწავლობდა ჰარვარდის უნივერსიტეტის, კენედის სახელობის სახელმწიფო მართვის სკოლაში - მაგისტრის ხარისხი.

თამუნა ხულორდავა  - დაიბადა 1979 წელს. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე. არის ამავე უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. 2015 წლიდან იყო სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე.

სოფო ქაცარავა  - დაიბადა 1976 წელს. დაამთავრა ილია ჭავჭავაძის სახელობის დასავლური ენებისა და კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტი (ინგლისური ენის ფაკულტეტი). 2011-2016 წლებში იყო ბრიტანეთის საელჩოში პოლიტიკური მდივანი. მანამდე საელჩოში მუშაობდა სხვადასხვა პოზიციაზე. 1999-2005 წლებში ბუნების დაცვის ფონდში (WWF) იყო პროგრამების ადმინისტრატორი/პროექტების მენეჯერი.

ირინა ფრუიძე -  დაიბადა 1976 წელს. 1993-2004 წლებში დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი, ზოგადი პროფილის ექიმის კვალიფიკაციით. 200-2004 წლებში თბილისი ანთროპოლოგიისა და პოლიტოლოგიის ინსტიტუტი, ფსიქოლოგი. 2012 წლიდან დღემდე არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამაზე. ის არის ლექტორი ამავე უნივერსიტეტში. 2010-2012 წლებში იყო  პარტია „ახალი მემარჯვენეების“ წევრი.

მანანა კობახიძე - დაიბადა 1968 წელს. დაამთავრა ივ. ჯავახშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი, ისტორიის მასწავლებლის კვალიფიკაციით. შემდეგ დაამთავრა თბილისის იურიდიული ინსტიტუტი, იურისტის კვალიფიკაციით. 2003 -2009 წლებში მუშაობდა ააიპ „კონსტიტუციის 42-ე მუხლში“, პროექტის: „სტრატეგიული სამართალწარმოება და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმების დანერგვა“ - დირექტორად. პარალელურად, ამავე ორგანიზაციაში იყო გამგეობის თავმჯდომარე და შემდეგ აღმასრულებელი დირექტორი. 2011-2012 წლებში მუშაობდა ააიპ „საზოგადოებრივი დამცველი“ - აღმასრულებელ დირექტორად. 2009 -2012 წლებში იყო ორგანიზაცია „საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვის“ დამფუძნებელი და გამგეობის წევრი. 2012 წლის ოქტომბრიდან იყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საჩხერის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი. ის ასევე პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავჯდომარეა.

ეკა  ბესელია - დაიბადა 1971 წელს. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით. 1996-2012 წლამდე იყო ადვოკატთა ასოციაციის წევრი, მუშაობდა ადვოკატად. იყო ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გამგეობის წევრი. საადვოკატო ფირმა „ეკა და კომპანიის“ დამფუძნებელი. წინა მოწვევის პარლამენტში კოალიცია „ქართული ოცნების“ მანდატით გახდა ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი.  ასევე, წინა მოწვევის პარლამენტში ეკავა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა.

სვეტლანა კუდბა  - დაიბადა 1952 წელს, შუახევის რაიონში. სწავლობდა საქართველოს სსრ სახალხო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე. 2005 წლიდან საერთაშორისო საქველმოქმედო საზოგადოება „კეთილი სამარიტელი საქართველში“ აჭარის რეგიონის კოორდინატორია. 2012 წლის 28 ოქტომბრიდან არჩეულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრად, „ქართული ოცნების“ სიით.

ენძელა მაჭავარიანი - მუშაობდა სამების ფონდის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელად. ბოლო პერიოდში იყო ტელეკომპანია GDS-ის ჟურნალისტი. 

პროპორციული სიით პარტია „ნაციონალური მოძრაობიდან“ პარლამენტში შევლენ:

სანდრა ელისაბედ რულოვსი -  დაიბადა 1968 წელს ჰოლანდიაში, ქალაქ ტერნეზენში. ის იყო საქართველოს პირველი ლედი, ყოფილი პრეზიდენტის  მიხეილ სააკაშვილის მეუღლე. დაამთავრა ბრიუსელის უცხო ენათა ინსტიტუტი და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტი. ის სხვადასხვა დროს მუშაობდა კოლუმბიის უნივერსიტეტსა და ჰოლანდიურ იურიდიულ ფირმაში. პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სიაში ის მეორე ადგილზეა. ის იყრიდა კენჭს  ზუგდიდის რაიონის მაჟორიტარ კანდიდატად, თუმცა არჩევნების  მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი თქვა.

ელენე ხოშტარია -  დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო ინსტიტუტი, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი, რეგიონული კვლევების მიმართულებით. 2004 წლიდან მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, საერთაშორისო ურთიერთობების კოორდინატორად, შემდეგ კი ამავე სამინისტროში საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსად. 2004 წელს დაინიშნა საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის უფროსის მოადგილედ. 2004-2006 წლებში მუშაობდა ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსად ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში, ხოლო 2007 წლიდან ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილედ. 2012 წლიდან დღემდე, ელენე ხოშტარია მუშაობს არასამთავრობო ორგანიზაციაში „საქართველოს რეფორმების ასოციაციაში“(GRASS). ის ამ ორგანიზაციის თანადამფუძნებელიცაა.

სალომე სამადაშვილი - დაამთავრა ალეგენის კოლეჯი, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი, ვაშინგტონის ამერიკული უნივერსიტეტი. 1994-1995 წლებში ამერიკის ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტში იყო თარჯიმანი და პროგრამის ასისტენტი. ასევე - მონტარეის ჰერბერტ სკოვილის სახელობის საერთაშორისო კვლევითი ცენტრის მკვლევარი. ის მუშაობდა აშშ-ში საქართველოს საელჩოს კანცელარიის გამგედ.  2002-2004 წწ. ამერიკის ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტში, საპარლამენტო პროგრამის ხელმძღვანელი იყო (საქართველო, ყაზახეთი), 2005-2007 წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიდერლანდების სამეფოში; მოგვიანებით საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში, ასევე,  ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი. 2016 წლიდან არასამთავრობო ორგანიზაციის „სტრატეგიული კომინიკაციისა და დემოკრატიის ცენტრი" და საკონსულტაციო ფირმის „Samadashvili International Consultants" დამაარსებელი და აღმასრულებელი დირექტორი.

ლელა ქებურია -  დაიბადა 1976 წელს, ქალაქ ზუგდიდში. დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, სპეციალობით, ქართული ენა და ლიტერატურა. აქვს მაგისტრის აკადემიური ხარისხი. 2012 წლის 4 აპრილს დაინიშნა  ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად. 2013 წლიდან მუშაობს ზუგდიდის მ. კოსტავას სახელობის N2 საჯარო სკოლაში, აქვს უფროსი მასწავლებლის სტატუსი. პარტიულ საქმიანობაში ჩართულია 2012 წლიდან. 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებში იყო ქალაქ ზუგდიდის ცენტრალური ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. 2015 წლიდან არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' ქ. ზუგდიდის ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე.

ირმა ნადირაშვილი - დაიბადა 1970 წელს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. მუშაობდა სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის“ კორესპონდენტად, ასევე, ნავთობისა და გაზის სააგენტოს უფროსის მოადგილედ.  2008 - 2008 წლებში იყო  შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი . 2012 წლიდან საქართველოს პარლამენტის წევრია.

თინათინ ბოკუჩავა - დაიბადა 1983 წელს. დაამთავრა საშუალო სკოლა (Nauset Regional High School) მასაჩუსეტში, აშშ. 2004-2008 წლებში სწავლობდა სმიტის კოლეჯში (Smith College), მასაჩუსეტში და 2008 წელს მიიღო ბაკალავრის ხარისხი პოლიტიკურ მეცნიერებაში. სწავლობდა შვეიცარიაში ჟენევის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტში (Geneva Institute of International Studies) და მასაჩუსეტში ტაფტის უნივერსიტეტის ფლეტჩერის სკოლაში (Fletcher School).  მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო სამართალსა და დიპლომატიაში (Master of Arts in Law and Diplomacy) მიიღო 2008 წელს. 2010 წლიდან მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ.  2012 წელს იყო გენერალური აუდიტორის მოადგილე საქართველოს აუდიტის სამსახურში. 2012 წლის ოქტომბრიდან არის საქართველოს პარლამენტის წევრი.

ხათუნა გოგორიშვილი - დაიბადა 1964 წელს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი და მოგვიანებით ამავე უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1991-1993 წლებში იყო საქართველოს მწვანეების განყოფილების უფროსი. 1993-1995 - საქართველოს პარლამენტის აპატარის წამყვანი სპეციალისტი. 1995-2003 წლებში საქართველოს პარლამენტის გენერალური მდივანი. 2004 - 2012 - საქართველოს პარლამენტის წევრი. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე. 2008 -2012 წწ. საქართველოს პარლამენტის წევრი. 1995-2001 წლებში იყო „საქართველოს მოქალაქეთა კავშირის“ წევრი. 2004 წლიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი;

„პატრიოტთა ალიანსმა“ 5%-იანი ბარიერი გადალახა და პარლამენტში 6 წევრით შედის, მათ შორის სამი ქალია.

ირმა ინაშვილი - ყოფილი ჟურნალისტი. „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ გენერალური მდივანი, მედიაკავშირ „ობიექტივის“ ყოფილი ხელმძღვანელი; 

ადა მარშანია - დაამთავრა პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1983 წელს. 1983-1987წწ. იყო საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს კონსულტანტი; 1987 წლიდან სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, მეცნიერ-თანამშრომელი. საქართველოს მე-3, მე-4, მე-5, მე-6 მოწვევის პარლამენტი, (1992-2008) საქართველოს სახალხო ფრონტის წევრი, გამგეობის წევრი - ფრაქცია „ლეიბორისტები", თავმჯდომარის მოადგილე.

ნატო ჩხეიძე - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის კურსდამთავრებული, პროფესიით - პათოლოგანატომი, ყოფილი დეპუტატი, 1999-2004 წლებში საქართველოს პარლამენტის წევრი - ბლოკი „საქართველოს აღორძინება"; ფლობს ტელეკომპანია „იბერიის" 30%-ს.

მაჟორიტარული სიით ახალი მოწვევის პარლამენტში 6 ქალი მოხვდა:

სალომე ზურაბიშვილი - მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი #1 ოლქში. დამოუკიდებელი დეპუტატი. დაიბადა 1952 წელს. დაამთავრა პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტი. ასევე, კოლუმბიის უნივერსიტეტი ნიუ-იორკში. 1998-2001წლებში მუშაობდა პარიზში საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიის საკითხთა, უშიშროებისა და განიარაღების სამმართველოს, სტრატეგიის საკითხთა განყოფილების ხელმძღვანელად.  2001-2003 წლებში  პარიზში ეროვნული თავდაცვის გენერალური სამდივნოს საერთაშორისო და სტრატეგიულ საკითხთა განყოფილების ხელმძღვანელად. 2003-2004 წლებში იყო  საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში.  2004-2005 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა. 2006 წელს დააფუძნა პარტია „საქართველოს გზა“.

ნინო გოგუაძე  - მაჟორიტარი კანდიდატი საბურთალოს მე-5 ოლქში. პარტია „ქართული ოცნებიდან“. დაიბადა 1980 წელს. 1997-2002 წლებში სწავლობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე. 2006 წელს გაიარა ბერნის უნივერსიტეტის საკონსტიტუციო სამართლის კურსი; 2014-2015 წლებში სწავლობდა ემორის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში (აშშ) და მიენიჭა სამართლის მაგისტრის აკადემიური ხარისხი. 2004-2005 წლებში მუშაობდა იურისტად საქართველოს პარლამენტში. 2007-1014 წლებში მუშაობდა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კომისიის წევრად, იმავდროულად იყო გენდერული თანასწორობის კომისიის თავმჯდომარე.  2014 წლიდან ბოლო პერიოდამდე იყო თბილისის საკრებულოს წევრი.  

მარიამ ჯაში - სამგორის, მე-2 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“. დაიბადა 1976 წელს. 1993-1998 წლებში სწავლობდა უმაღლეს სამედიცინო სკოლა „აიეტში“ და მიღებული აქვს ზოგადი პრაქტიკის ექიმის კვალიფიკაცია; 2003-2005 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მოპოვებული აქვს საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრის ხარისხი;  2011  წელს მოიპოვა ჰარვარდის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი სახელმწიფო ადმინისტრირების საკითხებში; 1997-1998 წლებში მუშაობდა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტსა და მსოფლიო ბანკის I პროექტის წარმომადგენლობაში; 1999-2000 წლებში მუშაობდა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNIჩEF) საქართველოს წარმომადგენლობის პროგრამების დაგეგმარების ხელმძღვანელად. 2000 წლიდან 2006 წლამდე ხელმძღვანელობდა UNIСEF-ის ჯანდაცვის სექტორს საქართველოში. პარალელურად ასრულებდა საქართველოში გაეროს შიდსის პროგრამის  კოორდინატორის მოვალეობას; 2012-2014 წლებში იყო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე. 2014 წლიდან დღემდე ხელმძღვანელობს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილ „საქართველოს სოლიდარობის ფონდს“.

სოფო კილაძე - ნაძალადევის რაიონის, მე-17 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი, პარტია „ქართული ოცნებიდან“.  დაიბადა  1984 წელს. 2003 წლიდან 2011 წლამდე ცხოვრობდა გერმანიაში, სადაც დაამთავრა ჰაიდელბერგის რუპრეხტ-კარლსის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი; 2008-2011 წლებში მუშაობდა ჰაიდელბერგის მაქს-პლანკის საერთაშორისო საჯარო სამართლისა და შედარებითი სამართლის ინსტიტუტში საერთაშორისო სამართლის ენციკლოპედიის პროექტზე.  2011-2013 წლებში კითხულობდა ლექციებს სამაგისტრო პროგრამაზე LLM zu Köln; 2012-2014 წლებში იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის სამმართველოს  უფროსი;  2014 წლიდან ბოლო დრომდე იყო შსს აკადემიის პრორექტორი.

ნინო წილოსანი - ჩოხატაურის და ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატი, პარტია „ქართული ოცნებიდან“. დაიბადა 1982 წლის 19 თებერვალს; 1998-2002 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მინიჭებული აქვს  საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების მაგისტრის აკადემიური ხარისხი; 2007 წელს გაიარა აუდიტის სასწავლო კურსი.  2015 წელს ოქსფორდის უნივერსიტეტში შეისწავლა პოლიტიკის საწყისები; 2003-2007 წლებში მუშაობდა ს/ს ელექტროვაგონშემკეთებელ ქარხანაში საფინანსო ეკონომიკური განყოფილების უფროსად; 2008-2011 წლებში იყო „ვაგონმშენებელი კომპანიის“ საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი; 2011 წლიდან დღემდე შპს „ვაგონშემკეთებელი კომპანიის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა; 2014 წელს დააფუძნა „ფონდი წილოსანი“ და დღემდე მისი პრეზიდენტია; არის საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი; სწავლობს სტენფორდის დისტანციურ კურსებზე  (გადაწყვეტილების მიღებისა და რისკების მენეჯმენტი);

ფატი ხალვაში  - ბათუმის 68-ე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი, პარტია „ქართული ოცნებიდან“. დაიბადა 1962 წელს. 1980-1986 წლებში სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ბათუმის ფილიალის ელექტრომანქანების ფაკულტეტზე და მიენიჭა ინჟინერ-ელექტრომექანიკოსის კვალიფიკაცია; 2009 წელს დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი, საბუღალტრო აღრიცხვისა და აუდიტის სპეციალობით და მიენიჭა ბუღალტრის კვალიფიკაცია; 1979-1988 წლებში მუშაობდა ჩაქვის შემფუთავ ქარხანაში სპეციალისტად; 1988-1998 წლებში მუშაობდა სოფელ ჩაისუბნის სკოლაში ქიმია-ფიზიკის ლაბორანტად, მათემატიკის, ინფორმატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის მასწავლებელად; 2012 წლიდან არის საქართველოს პარლამენტის ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^