
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 20 საათის მონაცემებით, არჩევნებში 929265 ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 37,5%-ია.
წინასწარი მონაცემებით, 20 საათისთვის ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა მცხეთის საარჩევნო ოლქში დაფიქსირდა, 62.53%. ყველაზე დაბალი აქტივობა კი გორის საარჩევნო ოლქში, 21.4%.
ცესკოს სპიკერის ანა მიქელაძის თქმით, არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.
ანა მიქელაძის თქმით, საერთო ჯამში დარეგისტრირდა 131 საჩივარი. უმეტესობა მხოლოდ პროცედურულ ხარვეზებს შეეხება.
ანა მიქელაძის თქმით, ხმის დათვლის პროცედურა უკვე დაიწყო. შემაჯამებელ ოქმებს ცესკო მიღებისთანავე ეტაპობრივად ატვირთავს სპეციალურ ვებგვერდზე www.results.cec.gov.ge.
8 ოქტომბერს გამართულ არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობა 51.63% იყო.