Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნება" საკონსტიტუციო უმრავლესობას აკონტროლებს

31 ოქტომბერი, 2016 0:57

2016 წლის 8 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 48,65% მიიღო.

ამ შედეგების მიხედვით, პროპორციული სიით, პარლამენტში „ქართულმა ოცნებამ“ 44 მანდატი მიიღო. ასევე პირველ ტურში 23 მაჟორიტარული ოლქი მოიგო.

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 50 ოლქში გაიმართა. ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით,  „ქართული ოცნება“ 48 ოლქში დამაჯერებლად ლიდერობს. მათ შორის, მარნეულისა და ახალციხის ოლქებშიც, სადაც პირველი ტური „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებმა მოიგეს.

თუ შედეგები ასე დარჩება „ქართულ ოცნებას" პარლამენტში 115 მანდატი ექნება.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური ჯამში 2 229 საარჩევნო უბანზე გაიმართა, მათ შორის, 9 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანია. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა ჯამში 2 478 042-ია.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^