ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ზუგდიდის 66-ე ოლქში, სანდრა რულოვსმა, ხმათა 26% მიიღო.
შეგახსენებთ, რომ სანდრა რულოვსმა მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი თქვა. თუმცა საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, მისი სახელი საარცვენო ბიულეტენში მაინც დარჩა.
სანდრო ელისაბედ რულოვსი დაიბადა 1968 წელს ჰოლანდიაში, ქალაქ ტერნეზენში. ის იყო საქართველოს პირველი ლედი, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მეუღლე. დაამთავრა ბრიუსელის უცხო ენათა ინსტიტუტი და სტრასბურგის ადამიანის უფლებაა საერთაშორისო ინსტიტუტი. ის სხვადასხვა დროს მუშაობდა კოლუმბიის უნივერსიტეტში და ჰოლანდიურ იურიდიულ ფირმაში. პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სიაში ის მეორე ადგილზეა. ის იყრიდა კენჭს ზუგდიდის რაიონის მაჟორიტარ კანდიდატად.