გუშინ საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. პარლამენტის 150-კაციან მანდატი ასე განაწილდა: 115 მანდატი „ქართული ოცნება“ (44 პროპორციული/71 მაჟორიტარული); 27 მანდატი - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“; 6 მანდატი - „პატრიოტთა ალიანსი“ 1 მანდატი - „თოფაძე - მრეწველები“; 1 დამოუკიდებელი მაჟორიტარული კანდიდატი. 150-კაციან პარლამენტში 11 სპორტსმენია; ფეხბურთელები, მორაგბეები, მოჭიდავეები.
ბიძინა გეგიძე (ვაკე )
1975-1980 წელს სწავლობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. პროფესიით ინჟინერ-მშენებელია; არის სპორტის ოსტატი. 1978-1981 წლებში იყო წარმატებული მორაგბე, საქართველოს თასის მფლობელი; 1995-2004 წლებში იკავებდა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის თანამდებობას; 2002-2006 წლებში იყო თბილისის საკრებულოს წევრი, 2014-2016 წლებში იკავებდა „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობას; არის პარტია „ახალი მემარჯვენეების“, საზოგადოებრივი მოძრაობების - „დაიცავი საქართველოსა“ და „სახალხო პატრულის“ დამფუძნებელი;
ირაკლი აბუსერიძე - ისანი, მე-8 ოლქი
1999 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი საბანკო საქმის სპეციალობით; აქვს წარმატებული სპორტული კარიერა: 2000-2013 წლებში იყო საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების მოთამაშე; 2007-2013 წლებში იყო საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების გუნდის კაპიტანი; 2013-2015 წლებში იყო საქართველოს რაგბის კავშირის სპორტული დირექტორი; 2014 წლიდან ბოლო პერიოდამდე იყო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარი, ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წევრი;
შოთა ხაბარელი - სამგორი, მე-13 ოლქი
1977-1982 წლებში სწავლობდა საქართველოს სახელმწიფო ფიზკულტურის ინსტიტუტში;1982-1987 წელს სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე; არის სპორტის დამსახურებული ოსტატი, სხვადასხვა წელს მინიჭებული აქვს საქართველოსა და ევროპის საუკეთესო მწვრთნელის წოდება; 1987-1991 წლებში იყო ძიუდოს ეროვნული ფედერაციის მთავარი მწვრთნელი; 2012 წლიდან დღემდე საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრია.
მიხეილ ყაველაშვილი - ნაძალადევი, მე-18 ოლქი
1989 წელს ჩაირიცხა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე, 1990 წლიდან კი მისი წარმატებული სპორტული კარიერა დაიწყო;
ლევან კობიაშვილი - გლდანი
2015 წლიდან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტია; აქვს წარმატებული საფეხბურთო კარიერა. 1996-2011 წლებში - საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 100 მატჩი აქვს ნათამაშები.
ლერი ხაბელოვი - „ქართული ოცნების“ პროპორციული სიის 22-ე ნომერი.
არის იურისტი, 1985 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი, ხოლო 2000 წელს - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
2004-2008 წწ-ში იყო საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი.
2012 წლიდან საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი.
არის თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს შორის მსოფლიოს ხუთგზის და ევროპის ოთხგზის ჩემპიონი. ასევე -1992 წლის ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი.
გიორგი თოთლაძე - ქარელის მაჟორიტარი დეპუტატი. პროფესიით იურისტია. 2000-2005 წლებში იყო ძიუდოში საქართველოს ნაკრების წევრი; არის ევროპის ჩემპიონი და მსოფლიო და ოლიმპიური ახალგაზრდული თამაშების ვერცხლის მედლების მფლობელი; მუშაობდა ქარელის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულად; 2009-2010 წლებში იყო ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე, ასევე შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის (გუბერნატორის) პირველი მოადგილე.
ზაზა კედელაშვილი - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი“. საგანმანათლებლო დაწესებულება - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია სპეციალობა - ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოება სპორტსმენი, ძიუდოისტი სამგზის ევროპის ჩემპიონი 66 კგ. წონით კატეგორიაში (2006, 2007, 2008)
კახა კალაძე - ყოფილი ენერგეტიკის მინისტრი. პარტია „ქართული ოცნების“ სიის მეორე ნომერი. ფეხბურთელი, თამაშობდა იტალიურ გრანდ „მილანში“. იყო საქართველოს ნაკრების კაპიტანი. დამთავრებული აქვს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი.
თენგიზ ხუბულური (გორის რაიონი) - იურისტი, ძიუდოისტი
პროფესიით იურისტი ძიუდოში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონია 1979 და1981 წლებში. არის ევროპის 2-გზის ჩემპიონი (1976,1979) და ვერცხლის პრიზიორი (1981).ასევე ევროპის ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში (1977). ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს მე-3 პრიზიორი (1974) და ევროპის ჩემპიონი (1975). სსრკ ხალხთა VI სპარტაკიადის აბსოლუტური ჩემპიონი (1979), სსრკ ორგზის ჩემპიონი (1979, 1982), საქართველოს აბსოლუტური ფალავანი ქართულ ჭიდაობაში (1976). 1986-1991 წლებში მუშაობდა გორის პურპროდუქტების წარმოების უფროსის მოადგილედ. 1991-93 წლებში კი საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები გუნდის მთავარი მწვრთნელი გახდა. საქართველოს პარლამენტის წევრად 2012 წლის არჩევნებზე „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” პარტიული სიით აირჩიეს. არის ფრაქცია „ქართული ოცნების” წევრი. ასევე თავდაცვისა და უშიშროების და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების წევრი. ხუბულურმა წელს, აგვისტოში „ქართულ ოცნებას” 20 000 ლარი შესწირა.
მუხრან ვახტანგაძე - ბათუმი, 70-ე ოლქი - მოჭიდავე
1999 წელს დაამთავრა საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემია;
2000-2004 წლებში სწავლობდა საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის ბათუმის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში, არის ეკონომისტ-იურისტი;
2006-2015 წლებში იყო ქ.ბათუმის სასპორტო სკოლის დირექტორი;
2015 წლიდან ბოლო პერიოდამდე იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსი; წელს, სექტემბერში მან პარტიას 10 000 ლარი შესწირა.
2000 წელს მიენიჭა „ღირსების ორდენი“; არის ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენის ორგზის კავალერი (2001, 2003); რამდენიმე მსოფლიო ჩემპიონატის წარმატებული მონაწილე, მსოფლიო ჩემპიონი 2001 წელს, 2013 წელს მიღებული აქვს „სპორტის რაინდის” წოდება.2014 წელს მიიღო ოქროს მედალი საქართველოს ჭიდაობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.