Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ხოშტარია: მიუხედავად უსამართლო ქმედებებისა, მე ვაკე წავაგე, ნამდვილად წავაგე

31 ოქტომბერი, 2016 13:50

„მიუხედავად უსამართლო ქმედებებისა, მე ვაკე წავაგე, ნამდვილად წავაგე. მე დღეს ვაკემ ნდობა არ გამომიცხადა და ამ არჩევანს პატივს ვცემ", - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი ელენე ხოშტარია facebook-ის გვერდზე წერს.

მისი თქმით, ის ყველას გვერდით დაუდგება, მიუხედავად იმისა, მისცა ხმა თუ არა.

„ესე იგი, მე ვერ დაგარწმუნეთ რაღაცაში. მე ვერ მოგისმინეთ საკმარისად. ესე იგი, მე ჯერ არ ვიმსახურებ თქვენს ნდობას, მაგრამ მინდა ხაზგასმით გითხრათ, მე ერთი წამი არ მოვშორდები იმ პრობლემებს, რაც ამდენი თვის განმავლობაში ვნახე. მე გვერდზე დავუდგები ყველას, მიუხედავად იმისა, მომცეს ხმა თუ არა. კამპანიის დროს ბევრჯერ მითქვამს ამომრჩევლისთვის, რომ მე არჩევნების მერე არ გავქრები. ახლა კიდევ ერთხელ შემიძლია გითხრათ, წაგების მერეც არ გავქრები, გავაგრძელებ თქვენი ნდობის მოპოვებას და თქვენი პრობლემების მოგვარებისთვის ბრძოლას, ვაკეში, წყნეთში, ახალდაბაში. ჩემ კონკრეტულ გეგმებს გაგაცნობთ ძალიან მალე",- წერს ხოშტარია.

ხოშტარია მიიჩნევს, რომ მიუხედავად „უნამუსო" მანიპულაციებისა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაფიქრდნენ, რატომ ვერ მოიპოვეს ამომრჩევლის უმრავლესობის ნდობა.

„უსამართლო ბრძოლაში ყველაზე საშიში არა მოწინააღმდეგის უნამუსობა ან ძალაა, არამედ უიმედობა, რომელმაც შეიძლება ხელები ჩამოგაყრევინოს. არც ერთი წამი არ უნდა გავიკაროთ ეს განწყობა. მათ ჰყავთ სუსი, ჩვენ გვყავს გულანთბული ხალხი, ახალგაზრდა, ენერგიული, გონებაგახსნილი და პოზიტიური. მათ აქვთ ბევრი ფული, ჩვენ გვაქ იდეა და რწმენა ამ იდეაში. მათ აქვთ კარიერის წყურვილი, ჩვენ გვაქ პასუხისმგებლობის გრძნობა. ამიტომ ეხლა ჩვენი მთავარი ამოცანაა ვკონცენტრირდეთ მთავარ ამოცანებზე და გავაგრძელოთ ისეთივე შემართებით, როგორც აქამდე", - წერს ხოშტარია.

მე-2 მაჟორიტარული ოლქში (ვაკე (ჭავჭავაძის გამზირი მიმდებარე ქუჩებით, წყნეთი), „ქართული ოცნების" კანდიდატმა ბიძინა გეგიძემ ხმების 75,52% მიიღო, ხოლო ელენე ხოშტარიამ -24.48%. ხოშტარია პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის" პროპორციული სიიდან მოხვდა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^