ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, იმ უბნებზე, სადაც საიას დამკვირვებლები იყვნენ წარმოდგენილები (300-მდე უბანი) მათ მიერ დაფიქსირდა 80-მდე შემთხვევა განსხვავებული ფორმით არჩევანის გაკეთების (ოთხკუთხედით ან სამკუთხედით შევსება), ასევე 40- მდე შემთხვევა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის.
ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ აღნიშნული შესაძლოა აჩენდეს კითხვებს ცალკეულ შემთხვევებში ამომრჩევლის ნების კონტროლისა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების თაობაზე.
მათი თქმით, განსხვავებული ფორმით არჩევანის გაკეთების 3 შემთხვევა დაფიქსირდა „ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ (სამგორის ოლქში 92, 97, 108-ე უბნებზე), ხოლო დანარჩენი კი „ქართული ოცნების".