Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

აღმაშენებელზე, ფოსტის შენობაში 30-ნომრიანი სასტუმრო მოეწყობა

01 ნოემბერი, 2016 13:41

თბილისში, აღმაშენებლის გამზირის 44-ში, ფოსტის შენობაში 30-ადგილიანი სასტუმრო განთავსდება. სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 3835 კვ. მ ქონება ელექტრონულ აუქციონზე 11 ოქტომბერს გაიტანა. აუქციონი 31 ოქტომბერს დასრულდა და მასში 575 ბიჯით შპს „ნევადამ” გაიმარჯვა. კომპანია 2015 წლის დეკემბერში დარეგისტრირდა. 

ქონება 5 750 001 ლარად გაიყიდა. თანხის გადახდის ვალდებულება ნაწილობრივ შესრულებულია. 

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქონება საინვესტიციო ვალდებულებით პროექტის „50 ქონება შენი სასტუმროსთვის" ფარგლებში გაიყიდა. მათივე განმარტებით, ისტორიული ფოსტის შენობაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი არანაკლებ 30-ნომრიანი სასტუმრო კომპლექსი უნდა მოეწყოს, ქონების შესაძენად კი, მათი თქმით, მაღალი კონკურენცია იყო. 

აღმაშენებლის გამზირის 44-ში საქართველოს ფოსტა XX საუკუნის II ნახევრიდან იყო განთავსებული. არსებული ცნობებით, შენობა გასული საუკუნის დასაწყისში  დავით ბოგდანის ძე იუზმაშევმა ააგო. 

პროექტის ავტორი იმ დროს თბილისში სახელგანთქმული არქიტექტორი ა. ზურაბოვია. სამსართულიანი ნაგებობა ჭოროხის ქუჩისა და დავით აღმაშენებლის გამზირის კუთხეში მდებარეობს. ორივე ქუჩის მიმართულებით შენობის გრძივი, დეკორირებული ფასადები აქვს, ხოლო კუთხის ნაწილი არქიტექტურული ელემენტებითაა გამოკვეთილი. 

სახლის დამკვეთი, მეწარმე და ბანკის მფლობელი - დავით იუზმაშევი, XIX საუკუნის დასასრულისა და XX საუკუნის დასაწყისში თბილისში რამდენიმე მსხვილ ნაგებობას ფლობდა, მათ შორისაა ცნობილი სახლი ინგოროყვას ქუჩა N6-ში და ახლანდელი თეატრალური უნივერსისტეტის შენობა რუსთაველის გამზირზე. 

„დავით აღმაშენებლის გამზირი N44 არა მხოლოდ გამზირის ამ მონაკვეთს, არამედ მთელი მარცხენა სანაპიროს განაშენიანების ერთ-ერთი თვალსაჩინო ნაგებობაა, რომელიც დომინანტურ ადგილს იკავებს მთელ მიკროუბანში. სამსართულიანი ნაგებობა აშენებულია აგურით. ფასადების არქიტექტურული კომპოზიცია რენესანსული და ბოროკული მოტივებიდან არის ნასაზრდოები, ამასთან, პროექტის ავტორმა ზურაბოვმა მოახერხა მისთვის ჩვეულ არქიტექტურულ სტილში ინდივიდუალური შტრიხები შეეტანა. პროექტ „ახალი ტფილისის" პირველი ეტაპის ფარგლებში მიმდინარეობს დავით აღმაშენებლის გამზირი N44-ში მდებარე ეგრეთწოდებული ფოსტის შენობის სარეაბილიტაციო და სარესტავრაციო სამუშაოები. ნაგებობა 2016 წლის ბოლომდე ძველი არქიტექტურული იერსახით აღდგება.” - ვკითხულობთ თბილისის განვითარების ფონდის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^