ერაყის არმია „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ კონტროლირებად ქალაქ მოსულში შევიდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
BBC-ის ჟურნალისტი, რომელიც ანტიტერორისტული სამსახურის სამხედრო ნაწილთან ერთად იმყოფება მოსულში იტყობინება, რომ მათ წინააღმდეგ „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები ყუმბარმტყორცნებს იყენებენ. მიმდინარეობს ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები.
ორშაბათს ერაყის პრემიერ-მინისტრმა, ჰაიდერ ალ აბადმა მიმართა ISIS-ის მებრძოლებს, რომლებიც მოსულს 2014 წლიდან აკონტროლებენ, მისი თქმით ისინი ან უნდა ჩაბარდნენ, ან დაიხოცებიან.