
„ჩვენ მოგვიწევს საზოგადოების ჩართულობით სერიოზული დისკუსია იმის თაობაზე, ქვეყნის გრძელვადიანი განვითარებისთვის რა სჯობს - საპრეზიდენტო მმართველობის სისტემაზე დაბრუნება, სუფთა საპარლამენტო მმართველობის სისტემაზე გადასვლა თუ ამ ჰიბრიდული რეჟიმის შენარჩუნება“,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა გადაცემა „360 გრადუსის“ ეთერში განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ეს საკითხი დღის წესრიგში იქნება და არის მოსაზრება, რომ ქვეყანა სრულ საპარლამენტო მართვის სისტემაზე გადავიდეს, რითაც ჩვენი სისტემის ევროპულთან ჰარმონიზება მოხდება.
„რა თქმა უნდა, მმართველობითი რეფორმა აუცილებელია, იმიტომ რომ დღეს ჩვენ გვაქვს სისტემა, როდესაც უარვყავით საპრეზიდენტო სისტემა, მაგრამ ვერ გადავედით ბოლომდე საპარლამენტო მმართველობის სისტემაზე. რაღაც შერეული მოდელი გვაქვს - არც საპრეზიდენტო და არც საპარლამენტო“, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.