
მესამე დღეა "მზიურის კაფეში" უსინათლო ადამიანებს ბრაილის შრიფტის მენიუთი სარგებლობა შეუძლიათ. ამის ინიციატორი კაფის დამაარსებელი - ანა გოგუაძე და მარიამ მიქიაშვილია, რომელიც უსინათლოთა საკითხებზე მუშაობს. ანა და მარიამი წლებია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციაზე ზრუნავენ.
ჯერჯერობით უსინათლო კლიენტი არ ჰყოლიათ. "მზიურის კაფე" ასევე ადაპტირებულია ეტლით მოსარგებლე ადამიანებისთვისაც.
გარდა ამისა, კაფეში უკვე თვეზე მეტია დასაქმებულია სმენის არმქონე ადამიანი, რომელიც მზარეულის დამხმარედ მუშაობს.
მენეჯერი, ნათია მიმინოშვილი ამბობს, რომ კაფეში სამომავლოდაცაა დაგეგმილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე თანამშრომლის დასაქმება.
"მზიურის კაფე" 2016 წლის 1 ივნისს გაიხსა. კაფეს პარალელურად, სოციალური დატვირთვა აქვს. ეზოში ყოლევკვირა უფასოდ, ფილმების ჩვენებები ეწყობა. სივრცე შეუძლიათ წიგნის პრეზენტაციისთვისაც გამოიყენონ. შაბათიდან კი როკ ლეგენდების ლაივების ჩვენებები დაიწყება.