საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების (გარდა უმაღლესი და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების) მენეჯერულ პოზიციაზე მყოფი თანამშრომლებისათვის განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ, 8 კვირის განმავლობაში 24-საათიანი ტრენინგი ჩაატარა მენეჯმენტში.
რადგან ალექსანდრე ჯეჯელავა მინისტრობამდე "მართვის აკადემიაში" ტრენერად მუშაობდა "ლიბერალი" დაინტერესდა ვისი ეგიდით ჩატარდა აღნიშნული ტრენინგები. განათლების სამინისტროს მედიასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომლის ინფორმაციით, მინისტრმა ტრენინგები უსასყიდლოდ ჩაატარა და თანამშრომლებს სიმბოლური სერტიფიკატები გადასცა.
შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე ჯეჯელავა არის მენეჯერი და ტრენერი 20-წლიანი გამოცდილებით. მინისტრობამდე იგი მართვის აკადემიის თავმჯდომარე იყო.
ალექსანდრე ჯეჯელავას არის მათემატიკის მაგისტრი, ზოგადი მენეჯმენტის მაგისტრი და აქვს პროექტების მართვის პროფესიონალის (PMP) წოდება.