Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პროფკავშირი ზვარეზე: ჰოსპიტალიზებულია 5 მუშა და 2 ადგილობრივი მცხოვრები

03 ნოემბერი, 2016 16:16

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების ინფორმაციით, გუშინ გვიან ღამით, შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ ზვარის ობიექტის ადმინისტრაცია, ტყიდან გამოსულ ორ ადგილობრივ მცხოვრებს არმატურებისა და რკინის სხვა კონსტრუქციების გამოყენებით სასტიკად გაუსწორდა.

მათი განცხადებით, ენის ბარიერისა და კომუნიკაციის არარსებობის გამო, ჩინური კომპანიის წარმომადგენლებმა მიიჩნიეს, რომ გლეხებს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ კუთვნილი შეშა მიჰქონდათ სახლში.

„ინციდენტს ადგილზე შეესწრო ზვარის ობიექტზე დასაქმებული სამი მუშა, რომლებმაც ვითარების განმუხტვა სცადეს, თუმცა კომპანიის ათობით წარმომადგენლებმა არც ადგილობრივი დასაქმებულები დაინდეს და უმოწყალოდ სცემეს. 

მუშებმა პოლიცია მაშინვე გამოიძახეს. ვითარებაა დროებით განიმუხტა. ხუთი დაზარალებული კი ხარაგაულის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დილით, სამუშაო ცვლის დაწყებამდე, დასაქმებულები ვითარებაში გარკვევას მოითხოვდნენ, როდესაც მათ კომპანიის წარმომადგენლებმა ალყა შემოარტყეს და რკინის კონსტრუქციების გამოყენებით, დასაქმებულებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მუშებმა თავს გაქცევით უშველეს. დასაქმებულების მხრიდან, დილის ინციდენტში დაშავდა კიდევ ორი მუშა, რომლებიც ასევე საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამ წუთებში ზვარეში სარკინიგზო ობიექტის მშენებლობა შეჩერებულია. კომპანიის ადგილობრივი მენეჯმენტი შეიარაღებულია ხელკეტებით და დასაქმებულებს ანგარიშსწორებით ემუქრება.

„საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი“ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მოითხოვს, დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით და უზრუნველყოს ადგილზე დასაქმებული მუშების უსაფრთხოება. დაუყოვნებლივ დააკავონ ზვარის ობიექტის ადგილობრივი მენეჯმენტი და მიენიჭოს ინციდენტს შესაბამისი კვალიფიკაცია. 

„საქართველოს რკინიგზელთა ახალი პროფესიული კავშირი“ მომხდართან დაკავშირებით სრულ პასუხისმგებლობას აკისრებს „საქართველოს რკინიგზას“, რომელიც, თავის მხრივ, გახლავთ ობიექტის მშენებლობის დამკვეთი. მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ გაასაჯაროოს შპს. „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება, რათა საზოგადოებისთვის ცხადი გახდეს როგორ და რა გზით შემოვიდა საქართველოში მსგავსი უპასუხისმგებლო დამსაქმებელთა დაჯგუფება.

პროფკავშირი ასევე მოუწოდებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, პირად კონტროლზე აიყვანოს დაშავებული მუშების ჯანმრთელობის მდგომარეობა, რათა მათ სიცოცხლეს არ შეექმნას საფრთხე", - ნათქვამია განცხადებაში. 

საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე თამაზ დოლაბერიძე სოციალურ ქსელში დაშავებული მუშების ფოტოებს აქვეყნებს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^